პან-ევროპული პროფკავშირების მე – 15 აღმასრულებელმა კომიტეტმა მსოფლიოში შრომით სფეროში არსებულ გამოწვევებზე და კოვიდ პანდემიით გამოწვეული მზარდ უმუშევრობაზე იმსჯელა. შეხვედრა საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა, იგი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ბრიუსელსა და პან ევროპული ქვეყნების პროფკავშირების ლიდერებს შორის, კვლავ ტელე ხიდის მეშვეობით გაიმართა.
მსჯელობა შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის სამეზობლო პოლიტიკას და საქართველოსთვის, აგრეთვე მოლდოვის და უკრაინისთვის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ მიზნობრივ დახმარებას.
ირაკლი პეტრიაშვილის მოთხოვნით, ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობას ასევე განსაზღვრავს და კრიტერიუმი იქნება: მინიმალური ხელფასი, კოლექტიური შეთანხმებების რაოდენობა ქვეყანაში და სოციალური პარტნიორობის ხარისხის განსაზღვრა, რასაც პანევროპული პროფკავშირების აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამას გარდა განიხილეს ცალკეული ქვეყნების სიტუაციები და ადამიანისა და პროფკავშირული უფლებების დარღვევის ფაქტები ბელარუსში, უკრაინაში და ყირგიზეთში.
შეხვედრაზე მოისმინეს პან-ევროპული პროფკავშირების წლიური ანგარიში, 2020 წლის სამუშაო გეგმა, ქალთა და ახალგაზრდული კომიტეტების ანგარიშები და სხვა საკითხები.