ეკონომისტთა ქსელის შეხვედრა სომხეთში

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და  საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) ეკონომისტთა ქსელის შეხვედრა შედგა 15-16 ოქტობმერს სომხეთში. კონფერენციის მთავარი თემა იყო ხელფსების პოლიტიკა და მიზნები აღმოსავლეთ ევროპასა და  ცენტრალურ აზიაში.

შეხვედრაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში ხელფასებისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ასევე ქვეყანაში  შრომითი უფლებების მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო შრომის სტანდარტები მინიმალური ხელფასისა და ხელფასზე მოლაპარაკების კუთხით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მულტინაციონალური საწარმოების დეკლარაცია(MNE declaration); პროდუქტიულობა და კონკურენცია სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრისას და სხვა საკითხები.