მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

დამსაქმებელს სასამართლომ ზეგანაკვეთური მუშაობის ორმაგად ანაზღაურება დააკისრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ფარმაცევტული კომპანია ,,ნატალიდან” გათავისუფლებული მაია გოგოშვილის სასარჩელო მოთხოვნები დააკმაყოფილა. კერძოდ :

ბათილად იქნა ცნობილი მაია გოგოშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, დასაქმებულის სასარგებლოდ კომპანიას დაეკისრა 8 თვის კომპენსაციის, გამოუყენებელი ფასიანი საშვებულებო თანხის, მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გადახდა და სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე, ყოველი სამუშაო კვირის განმავლობაში ზეგანაკვეთურად შესრულებული, 14 საათის, სამუშაოსთვის გაორმაგებული ტარიფით ანაზღაურება.

მაია გოგოშვილი, ვადიანი კონტრაქტის საფუძველზე, დასაქმებული იყო ფარმაცევტულ კომპანია ,,ნატალიში”. კომპანიის ხელმძღვანელობამ დასაქმებულს მოსთხოვა, რომ დაეწერა განცხადება სამსახურიდან წარსვლის თაობაზე, რასაც არ დაემორჩილა მოსარჩელე, რის შედეგადაც არარსებული ბრალდებებით, მაია გოგოშვილი არაჯეროვნად შესრულებული სამსახურეობრივი მოვალეობებისა და ინდივიდუალური ხელშეკრულების დარღვევის საფუძველით გაათავისუფლეს სამსახურიდან. თბილისის სააპელაციო სასმართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და დააკმაყოფილა აპელაცია.

მაია გოგოშვილის ინტერესებს სასამართლოში, პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი, სერგო მახარაძე იცავდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირი.