პროფკავშირების გაერთიანებისთვის, როგორც დასაქმებული ადამიანების მთავარი უფლებადამცველი ორგანიზაციისთვის, რომელიც 150,000-ზე მეტ მშრომელს აერთიანებს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, მაღალი სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.
დღეს, პროფკავშირების გაერთიანებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პროფკავშირელ ლიდერებს ახალი ტექნოლოგიების უპირატესობისა და მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ხოლო წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ტექნიკის პრაქტიკაში გამოყენება ასწავლეს.
ჩვენი მიზანია წევრი ორგანიზაციებისა და დასაქმებულების ინფორმირება იმ ახალი ტექნოლოგიური სისტემისა და მისი გამოყენების შესახებ, რომელიც ხმის მისაცემად არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება, რადგან ჩვენი სამომავლო საქმიამობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს დემოკრატიული და მშრომელი ძალის საჭიროებებზე ორიენტირებული ხელისუფალი.