სტატია და ინტერვიუ მოამზადა დავით არაბიძემ
საქართველოს სახალხო დამცელი იხილავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დაცვის ქვეშ მყოფი, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის და დევნის ფაქტის დადგენის საქმეს.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა სამჯერ მიმართა წერილით მოპასუხე კომპანია BP საქართველოს თანამშრომლობაზე. BP საქართველოს იურიდიულმა მრჩეველმა, ბაადურ ყიფიანმა, საპასუხო წერილით მიმართა საქართველოს სასალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს, მხოლოდ მას შემდეგ რაც ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის მიერ დახმარების წერილები გაიგზავნა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტთან, მსოფლიო ბანკის ომბუდსმენთან და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან საქართველოში რ. მაიკლ კაუგლითან.
დემოკრატიულ და სოციალურად განვითარებულ ქვეყნებში ადამიანის შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვა აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისათვის. ისინი მოიცავენ სულ მცირე განათლების, მუშაობის, ჯანმრთელობის დაცვის, პირადი ცხოვრების და დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლებებს, ასევე პროფკავშირულ წარმომადგენლობას.
შრომის უფლება, როგორც ერთ-ერთი სოციალური და ეკონომიკური უფლება უზრუნველყოფილია საერთაშორისო დოკუმენტებით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 23), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი (მუხლი 6) და ევროპის სოციალური ქარტიის შესწორებული ვარანტი. ეს უფლება კონკრეტულად მოიცავს სამართლიანი, ან უსაფრთხო სამუშაო პირობებში შრომის უფლებას, დისკრიმინაციისაგან დაცვის უფლებას, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას და ფასიანი შვებულების, ასევე რაციონალური სამუშაო საათების და უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო გარემოს უფლებას, რომელიც იცავს პიროვნები ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეს. ეს გარანტიები აუცილებელია იმისათვის, რომ დასაქმებულებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ და გააგრძელონ შრომითი ცხოვრება ღირსეულ პირობებში. სამუშაო არ უნდა გახდეს აუტანელი ტვირთი, ან თვითმიზანი. სამუშაო უნდა იყოს საშუალება, რომ სულ მცირე, იყოს დაკმაყოფილებული ისეთი მოთხოვნები,როგორიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება და პროფესიული განვითარება.
დემოკრატიული სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ეკონომიკური, სოციალური და შრომითი პირობები, რომელშიც შეიქმნება სამუშაო ადგილები. მუშაობის უფლება მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ძირითადი გარანტია ადამიანის ღირსების პატივისცემისათვის რადგან, თუ, პირველ რიგში, არ იქნება გარანტირებული მუშაობის უფლება, სხვა ძირითადი უფლებების გამოყენება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.
საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული სოციალური და შრომითი პირობების და უფლებების დაცვის გარანტს და კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მათ მიერ, შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურორგანიზაციებთან შეტყობინების და კოლექტიური საჩივრების საშუალებით ხდება ქვეყნაში ადამიანთა სოცლიალური და შრომითი უფლებების მდგომარეობის შეფასება.
2016 წლიდან არერთი სტატია გამოქვეყნდა „BP ექსფლორეიშიენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალის“ მხრიდან თანამშრომლების სოციალური და შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. საქართველს პროფესიული კავშირების გაერთიაენების მიერ რამოდენიმეჯერ მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)) ინფორმირება კომპანია BP საქართველოს მხრიდან თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის, გაერთიანების და კოლექტიური მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლების დარღვევის შესახებ.
BP საქართველოს ადმინისტრაცია არ აღიარებს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სოციალურ უფლებებს, ევროპის საყოველთაო დეკლარაციებს და საქართველოს კანონს
„პროფესიული კავშირების შესახებ“, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომპანიამ ყველა ხერხს მიმართა მათი დასაქმებულების მიერ გაერთაინების უფლების გამოყენების საწინააღმდეგოდ და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დასაშლელად. 2015 წლის ნომბერში შექმნილმა პირველადმა პროკავშირულმა ორგანიზაციამ „Pipeline Union“-მა, კომპანიის მხრიდან წევრებზე ზეწოლის და დისკრიმინაციის გამო, რომედენიმე თვეც ვერ შეძლო ეარსება და ისე დაიშალა, რომ კოლექტიურ ხელშეკრულების შეთანხმებაც ვერ მოხერხდა დამსაქმებელთან. ვერც სახელმწიფო ორგანოების ჩართვა და სახელმწიფო მედიცაციის წარმოება გახდა ეფექტიანი კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. კომპანიამ პროფკაშირიში გაწევრიანებული თანამშრომლების რაოდენობის შესამცირებლად სამსახურიდან უსამართლოდ გაანთავისუფლა პროფკავშირის რამოდენიმე წევრი თანამშრომელი, მათ შრის პრივალადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ პირმისაშვილი, რითაც პრაქტიკულად საბოლოოდ დაშალა პრიველადი პროფკავშირი. პროფკავშირული აქტივობა მნიშვნელოვანია იმ საზოგადეოებაში, სადაც სურთ, რომ ხალხი სრულად სარგებლობდნენ დემოკრატიული და სოციალური უფლებებით. კომპანია BP საქართველოს შემთხვევაში კი სახეზეა ამ დემოკრატიული და სოცილაური უფლებების უარყოფა და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია და დევნა.
კომპანია BP მხოლოდ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებით და პროფკავშირის დაშლით კი არ შემოიფარგლა, არამედ მათ გააგრძელეს პროფკავშირის აქტიური წევრების დისკრიმინაცია და დევნა. 2016 წლის მაისში, კომპანია „BP ექსფლორეიშიენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალმა გამოაცხადა ვაკანსია მშნებლობის მენეჯერის პოზიციაზე. კონკურსში მონაწილეობდა 6 კომპანიის თანამშრომელი, მათ შორის თავად (ამ დროისათვის უკვე სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებული) მოქმედი მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ პირმისაშვილი. კონკურსი ჩატარდა კომპანიაში მოქმედი შიდა წესების დარღვევით და საბოლოოდ მიმღებმა კომისიამ, არაობიექტური შეფასების და კონკრეტული დასაბუთების გარეშე უარი უთხრეს მოქმედ მენეჯერს დასაქმებაზე (ვახტანგ პირმისაშვილი 3 წელი ასრულებდა მშენებლობის მენეჯერის მოვალეობებს პირნათლად და ყოველგავრის დარღვევის გარეშე), რისი ერთადერთი მიზეზიც იყო მისი პროფკავშირული აქტივობა კანონის სრული დაცვით და პრიველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრობა. კომპანიამ დაასაქმა თანამშრომელი, რომლის კვალიფიკაციაც ობიექტური შეფასების პირობებში ვერ იქნობოდა პროფკავშირის წევრ მონაწილე კანდიდატზე უკეთესი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი „უპირატესობა“ ის არ იყო პროფკავშირის წევრი.
კომპანია BP საქართველოს მხრიდან უამრავი დაბრკოლებების და დევნის მიუხედავად, რაც გამოიხატება სარეკომენდაციო წერილის მიცემაზე უარში, სხვა დამსაქმებლებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან პროფესიული რეპუტაციის შელახვაში, პროფკავშირული აქტივისტი ვახტანგ პირმისაშვილი აგრძელებს მისი კანონიერი უფლებების დაცვას ყველა სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით, როგორც სასამართლოს მეშვეობით, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის დახმარებით. ამჟამად საქართველოს სახალხო დამცველი იხილავს ვახტანგ პირმისაშვილის 2018 წლის აპრილის განცხადებას, რომელიც ეხება წინასახელშეკრულებო პერიოდში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სადაც ერთადერთ მოპასუხე მხარეს წარმოადგენს თავად BP საქართველო.
ჯერ კიდევ აპრილის თვეში სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა „BP ექსფლორეიშიენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის საქართველოს თბილისის ფილიალს“ და თხოვა ჩართულიყო პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცის ფაქტის დადგენაში და დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია.
2014 წლის მაისში მიღებული, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები ვრცელდება ორგანიზაციებზე, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში და ავალდებულებს მათ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე. კანონის თანახმად ორგანიზაცია ვალდებულია როგორც თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები შეუსაბამონ ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას. მაგრამ მიუხედავად კანონის ამგვარი მოთხოვნებისა BP საქართველომ არ ითანამშრომლა სახალხო დამცველის აპარატთან და არ უპასუხა მათ მიერ დასმულ კითხვებს. მათ რეაგირების გარეშე დატოვეს სახალხო დამცველის 2018 წლის ივლისის და ოქტომბრის იგივე საკითხზე გაგზავნილი წერილებიც.
BP საქართველოს თანამშრომლობა სასახლო დამცველთან მოხდა მხოლოდ მას შემდეგ რაც დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაში ჩაერთო საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი. მე გავესაუბრე აღნიშნული პროფკავშირის თავმჯდომარეს, ბატონ გოჩა კვიტატიანს და მას რამოდენიმე შეკითხვა დავუსვი:
დავით არაბიძე: BP-ის მხრიდან სახეზეა საქართველოს სახალხო დამცველის სამი მიმართვის სრული იგნორირება, რაც პირადაპირი გამოწვევაა სახელმწუფოსა და მისი უფლებადამცველი დაწესებულების მიმართ. რა ზომებს მიმართავს ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა თავის წევრის დასაცავად?
გოჩა კვიტატიანი : „ჩვენთვის ცნობილი იყო, პროფკავშირის წევრის, ვახტანგ პირმისაშვილის განცხადების შესახებ, რომლითაც მან მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს დისკრიმინაციის და დევნის ფაქტის დადგენის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ დამსაქმებელმა არ ითანამშრომლა უფლებადამცველთან, ჩვენ პრიველ რიგში მივმართეთ BP- ის გენერალურ დირექტორს ბობ დადლის და BP-ის საქართველოს თბილისი ფილიალის დირექტორებს კრის შლუტერს და გრიგოლ ღვალაძეს თხოვნით ეთანამშრომლათ სახალხო დამცველთან. გარდა BP-ის უშუალო ხელმძღვანელებისა, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ ინფორმაცია მიგვეწოდებინა და დახმარება გვეთხოვა დიდი ბრიტანეთის ელჩისთვის საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტსთვის, მსოფლიო ბანკის ომბუდსმენისთვის და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტითვის საქართველოში რ. მაიკლ კაუგლისთვის. გამიჭირდება იმის თქმა თუ რომელი ადრესადიტის ქმედება აღმოჩნდა უფრო ეფქტური, თუმცა მიზანი მეორე დღესვე იქნა მიღწეული. BP საქართველოს იურიდიულმა მრჩეველმა, ბაადურ ყიფიანმა, საპასუხო წერილით მიმართა საქართველოს სასალხო დამცველის მოადგილეს, ეკატერინე სხილაძეს, გასცა პასუხი მათ კითხვებს და გამოთქვა მათთან თანამშრომლობის მზადყოფნა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება BP-ის მხრიდან გადადგმულ ამ დადებით ნაბიჯს და იმედს გამოვთქვავთ, რომ ისინი იქნებიან ობიექტური, გააგრძელებენ სამართლიან და კანონიერ თანამშრომლობას უფლებადამცველთან.
დავით არაბიძე: BP-ის გენერალური დირექტორის ბობ დადლის და საქართველოს ფილიალის დირექტორის კრის შლუტერის მხრიდან რა პასუხი მიიღეთ თქვენს წერილობით მიმართვზე? რამდენად აცნობიერებს კომპანია საქართველოში ადამიანის სოცილური უფლებების მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის და დევნის დაუშვებლობაზე?
გოჩა კვიტატიანი: მიჭირს გიპასუხოთ საერთოდ აცნობიერებს თუ არა კომპანია BP-ის ხელმძღვანელობა პროფკავშირის და დასაქმებულების სოციალურ შრომით უფლებებსა და პირობების მნიშვნელობას. არაერთი უარყოფითი კომენტარი და ქმედება შემიძლია გავიხსენო BP საქართველოს მხრიდან პროფკავშირის მისამართით, მათ შორის ყოვლად წარმოუდგენელი შეფასება თითქოს „პროფკავშირი არის დამატებითი ადმინისტრაციული ერთეული და კომპანიას ურჩევნია თავი აარიდოს თანამშრომლებთან ამგვარ ურთიერთობისას“. მათი ბოლო კომენტარი „კომპანია BP რაიმე სახის მონაწილეობას – დადებითს ან უარყოფითს –
პროფკავშირთან ურთიერთობის პროცესში არ იღებს“ ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში სოციალური და შრომითი
პირობების და უფლებების დაცვაში პროფკავშირების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმნიშვნელოვანეს როლს. არც BP-ის გენერალურ დირექტორისგან, ბობ დადლისგან და არც საქართველოს ფილიალის დირექტორებისგან კრის შლუტერისგან და გრიგლო ღვალაძისგან არ მიგვიღია პასუხი 2018 წლის 6 ნოემბერს ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილზე. თუმცა ის ფაქტი, რომ მათ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და ითანამშრომლეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან ჩვენთვის დადებითი შედეგია.
დავით არაბიძე: სასაცილოა პირდაპირ BP ვერ ერკვევა, რომ პროფკავშირი არის საზოგადოებრივი გაერთიანება და არა რაღაც „ადმინისტრაციული ერთეული“.
თქვენ თუ გაეცანით BP-ის მიერ გადმოგზავნილ წერილს? რამდენად ამომწურავად პასუხობს კომპანია საქართველოს სახალხო დამცველის კითხვებს?
გოჩა კვიტატიანი: დიახ, ჩვენ გავეცანით BP-ს წერილს. ამომწურავია თუ არა პასუხი, ეს თავად საქართველოს სახალხო დამცველის მიერ უნდა შეფასდეს, თუმცა ჩვენის მხრივ ავღნიშნავთ, რომ პასუხი რეალურად არც ერთ დასმულ კითხვაზე არ გაუციათ. მათ თავი იმართლეს თითქოს პასუხის წერილი გადააგზავნეს ჯერ კიდევ 2018 წლის 19 ივლისს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ არ უპასუხიათ სამართალდამცავის აპრილში გაგზავნილ იგივე შინაარსის პირველ წერილზე. ასევე გაუგებარია რატომ არ შეატყობინეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ივლისში გაცემულ პასუხზე, მაშინ როდესაც 17 ოქტომბერს მესამედ მიიღეს იგივე შინაარსის წერილი. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ BP-ის წერილი არის ომბუდსმენის შესაფასებელი, მაგრამ ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ პირველ კითხვაზე, რომელიც ეხება კრიტერიუმებს რასაც დაეყრდნო კომპანია ვაკანსიაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ისინი საერთოდ არ პასუხობენ და უფრო მეტიც, ეჭვ ქვეშ აყენებენ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის სათანადოდ შესწავლის საკითხს.
დავით არაბიძე: რა შემდგომ ქმედებებს მიმართავთ თქვენი პროფკავშირის წევრების დასაცავად?
გოჩა კვიტატიანი: მსოფლიო ბანკის შესაბამისობის მრჩვენელთა ომბუდსმენის ოფისმა, (CAO) ჩვენი შეტყობინების საფუძველზე, ასევე დაიწყო მოკვლევა BP საქართველოს მიერ თანამშრომლების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და დევნის ფაქტებთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკის მიერ 1999 წელს დაარსებული შესაბამისობის მრჩეველთა ომბუდსმენის ოფისი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიის სააგენტოს (MIGA) პრობლემური გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მოკვლევის დამოუკიდებელ ორგანოს. CAO-ს დამოუკიდებელ ოფისი ანგარიშვალდებულია პირდაპირ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან. CAO იკვლევს IFC / MIGA დაფინანსებული პროექტების ფარგლებში სოცილაური უფლებების დარღვების ფაქტებს, ანხორციელებს დაზარელებულ პირთა საჩივრების თანასწორ, სამართლიანი, და ობიექტურ
განხილვას და პრევენციას. გამომდინარე იქიდან, BP-ის პროექტები სწორედაც, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული, მათი პირდაპირი ვალდებულებაა აღნიშნული დისკრიმინაციისა და დევნის ფაქტების მოკვლევა და დადგენის შემთხვევაში კომპანიის მიმართ შესაბამისი სანქციების გატარება.
ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც საქართველოს სახალხო დამცველთან ასევე მსოფლიო ბანკის ომბუდსმენთან, ვაწვდით მათ მოთხოვნილ ინფორმაციას და დისკრიმინაციის ფაქტობრივ მასალებს და ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად ასეთი გაჭიანურებული და დამღლელი პროცესისა სამართლი აღსრულდება.
დავით არაბიძე: გმადლობთ პასუხებისთვის