მიმდინარეობს საიტის განახლება

არა შრომის მონურ პირობებს

სტატია მოამზადა დავით არაბიძემ

1949 წლის 2 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (დაარსდა 1945 წელს) გენერალურმა ანსამბლეამ № 317 (IV) რეზოლუციით მიიღო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირებით პროსტიტუციის ექსპლუატაციის შესახებ. დღემდე მონობის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალის არაერთი აქტია უკვე მიღებული და ძალაში შესული. უახლეს ისტორიაში ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტებია: ერთა ლიგის (მოქმედებდა 1919–1946 წლებში) კონვენცია მონობის შესახებ (ძალაში შევიდა 1927 წლიდან) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 29 კონვენცია იძულებითი ან სავალდებულო შრომის შესახებ (ძალაში შევიდა 1932 წელს) და № 105 კონვენცია იძულებითი შრომის გაუქმების შესახებ (ძალაში შევიდა 1959 წლიდან), ასევე მისი უახლესი იურიდიულად სავალდებულო ოქმი იძულებითი შრომის შესახებ (ძალაში შევიდა 2016 წლიდან). ამ ყოველივეს მიუხედავად ჩვენს დედამიწაზე ათეულობით მილიონი ადამიანი დღესაც მონობის სხვადასხვა ფრომის ქვეშ ითრგუნება. გაერთიანებული ერები ყოველი წლის 2 დეკემბერს აღნიშნავენ, როგორც მონობის გაუქმებისთვის ბრძოლის საერთასორისო დღეს.

ეკონომიკის განვითარება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მონურ შრომას. იძულებითი შრომა არანაყოფიერია და ადამიანში პიროვნების ნგრევას. დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის ერთნაირად უნდა იყოს მიუღებელი შრომის მონური პირობები, რათა საზოგადოების განვითარება არ შეჩერდეს.

საერთაშორისო სოლიდარობა მონობის ყველა ფორმით დათრგუნულ ადამიანებს, თავისუფლება და თანასწორობა მათ! ბრძოლა მონობის ყველა ფორმასთან! არა მონობას! გაუმარჯოს ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ შრომას!