რაისა ლიპარტელიანი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი

რაისა ლიპარტელიანი დაიბადა 1983 წლის 26 აპრილს ქ. თბილისში.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
მას აქვს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის ხანგრძლივი (22 წლიანი) გამოცდილება, მათ შორის 20 წელი უშუალოდ შრომის  უფლებებისმიმართულებით.
რაისა ლიპარტელიანი 2021 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიციას იკავებს.
ის 2025 წლის ოქტომბრიდან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტის პოზიციას იკავებს, 2017 -2025 წლებში კი ამავე გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2008-2017 წლებში ამავე ორგანიზაციის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
2008-2009 წლებში მუშაობდა ორგანიზაციაში,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პროექტის კოორდინატორად.
რაისას აქვს არაერთი საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციის (ქეა საერთაშორისო კავკასიაში,ამერიკის სოლიდარობის ცენტრი, მსოფლიო ბანკი, UN Women, ქალთა ფონდი საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ა.შ.) იურიდიული კონსულტანტადდა ექსპერტად მუშაობის გამოცდილება
რაისა ლიპარტელიანი 2018 -2021 წლებშისაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომისსამართლის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასიკავებდა.
2018-2020 წლებში იყო პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, ხოლო 2022 წლიდან ამავე ორგანიზაციის ქალთა კომიტეტის წევრია.
2017 -2019 წლებში იგი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოებისფორუმის  მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური დიალოგი და შრომითი უფლებები“ კოორდინატორი. ამავე წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორის მე-5 სამუშაო ჯგუფის ,,სოციალური და შრომითი პოლიტიკა,სოციალური დიალოგი“   კოორდინატორი.  
2018 წლიდან – ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლათფორმის წევრი (CSP)
2018 წლიდან- მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).
2020 წლიდან – საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი.
2021 წლიდან კი  სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი  და სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის წევრი.
2021 წლიდან  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალურუ  საბჭოს ( ITUC-PERC) ქალთა კომიტეტის წევრი
2023 წლიდან  პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს ( ITUC-PERC) არჩეული ვიცე-პრეზიდენტი
2024 წლის თებერვლიდან ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) მრჩეველთა ჯგუფის წევრი.
ის არის ტრენერი  შრომის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე.
რაისა არის არაერთი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი.
ასევე – სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე.
რაისა ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს

“Like all Finovate team members, I work each day to advance our vision toward a world where everyone can love their life and work. Our commitment to Slalom’s vision-led, purpose-driven, values-based culture has earned us a consistent reputation as one of the best workplaces.”

ელ-ფოსტა
klara.berger@finovate.com
გუნდი

გაერთიანების ხელმძღვანელობა