ცნობიერების ამაღლების კამპანიები „ქალთა შრომით უფლებებზე“ – პროფკავშირები სემინარებს განაგრძობს

ქალთა უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროფესიული კავშირების გაერთიანება განაგრძობს სემინარების ჩატარებას.

332399202 1240801740149669 5216660457260729697 n

2023 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის (AFL CIO) მხარდაჭერით, საგურამოში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები: დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები“.

330950406 1484872265371839 2137968408021034988 n

სემინარში მონაწილეობა პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულმა 19-მა ქალმა მიიღო.

332332790 604954501115090 6502469515296577705 n

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით;
  • შრომითი კანონმდებლობა, უახლესი ცვლილებები;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;
  • შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები.

332783848 757911355783009 8510906073772633683 n  332839501 6342916762427124 2835778292419797368 n

სემინარში მონაწილეობდნენ:

  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების;
  • აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის;
  • აფხაზეთის;
  • თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის;
  • მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის;
  • მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების;
  • ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის;
  • ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტის და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.

332882452 431121479212826 6018089020302399004 n 332720909 155260157392882 4926695133389400439 n

სემინარს უძღვებოდნენ: რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; თამილა გაბაიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ნათია გველესიანი – ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერი; სალომე ქაჯაია – ამერიკის სოლიდარობის ცენტრის DRL-ის პროგრამის კოორდინატორი; ია შერაზადიშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი.

332547008 3311186899144446 4739227567953059382 n 331414733 1288016495081967 8182926321203933600 n 1

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე