საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქვეყნის ხელისუფალთა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტზე, რომ მზრუნველობა , როგორც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია , რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს , როგორიცაა : სახელმწიფო განათლება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ბავშვთა დაცვა, ბავშვთა მოვლა, ხანდაზმულთა მოვლა, დედობის დაცვა , შშმ პირთა დახმარება, წარმოადგენს პასუხისმგებლიანი და ღირსეული, სამართლიანობის
დამკვიდრებასა და ქვეყნის დადებით იმიჯზე პრეტენზიის მქონე საზოგადოების მახასიათებელ ძირითად ნიშანს.
სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველოს პროფკავშირები, როგორც ITUC -ის წევრი ორგანიზაცია დროულად გამოეხმაურა წლევანდელი „ღირსეული შრომის დღე“-ის (7 ოქტომბერი) აღნიშვნის ძირითად მიმართულებად თემის „ მეტი ინვესტიცია მზრუნველობის სფეროში“ განსაზღვრის საკითხს.
პროფესიული კავშირები მიიჩნევენ, რომ მზრუნველობის სფეროში ინვენსტირების გაზრდა, მისი ჰუმანური ხასიათის გარდა, ეკონომიკურადაც გამართლებული და მომგებიანია, გამართლებულია, აგრეთვე როგორც ქვეყანა სოციალური პოლიტიკის, ისე გენდერული თანასწორობის გადმოსახედიდანაც, რადგანაც ქალთა შრომით უფლებების, ქალისა და მამაკაცის შრომის ანაზღაურების მხრივ არსებული სხვაობით (ქალთა საზიანოდ) დღეს არსებული მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია, რაც დროულ გამოსწორებას საჭიროებს.
ცნობილია, რომ ქალები კაცებთან შედარებით სულ ცოტა ორჯერ მეტ დროს ხარჯავენ არაანაზღაურებად მზრუნველობით შრომაზე მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანთა დასახმარებლად.მზრუნველობის სფეროში ინვესტიციის გაზრდა, წარმოქმნის უფრო მეტ ეფექტს, შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი ქალებისათვის, რითაც შემცირდება გენდერული უთანასწორობა დასაქმებულებში.
ინვესტიციის გაზრდამ მზრუნველობის ეკონომიკაში უზრუნველყოფს ქალებს დასაქმდნენ ანაზღაურებად მზრუნველობით სამუშაოზე,მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მათი შრომა, რომელსაც ისინი არაპროპორციულად ასრულებდნენ, ანაზღაურებადი იყოს.
მზრუნველობის სფეროზე მოთხოვნილება უფრო და უფრო გაიზრდება, რადგანაც მოსახლეობა ბერდება და უფრო მეტი ქალი გადის დასაქმების ბაზარზე, რისთვისაც ხარისხიან სახელმწიფო სამუშაო ადგილებსა და სერვისებში სახელმწიფო ინვესტიციის საჭიროება, ინკლუზიური სოციალური დაცვის სისტემებთან ერთად, კიდევ უფრო სასწრაფო და აუცილებელი გახდება. ამასთანავე, ინვესტიციის გაზრდა მზრუნველობის ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნით კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას გაუწევს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.