4 წლიანი სასამართლო დავა პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ დავით გოჩავას სამსახურიდან განთავისუფლება იყო დისკრიმინაციული და უკანონო.

საქართველოს რკინიგზამ, ის სამსახურიდან გაუშვა აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვის გამო. კერძოდ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა პროფკავშირული საქმიანობა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობის საქმიანობის სოციალურ ქსელში კრიტიკა.

სასამართლო განმარტავს, რომ „დავით გოჩავა ჩაყენებულია სხვა პირებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში, აღნიშნული გარემოება საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად განიხილება როგორც დისკრიმინაცია.“

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სს საქართველოს რკინიგზამ დავით გოჩავას უნდა გადაუხადოს კომპენსაცია 24 000 ლარის ოდენობით. დავით გოჩავას ინტერესებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური იცავს.

4 წლიანი სასამართლო დავა პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა

✅ 4 წლიანი სასამართლო დავა პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა – უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ დავით გოჩავას სამსახურიდან განთავისუფლება იყო დისკრიმინაციული და უკანანო.დეტალურად – /bit.ly/3fcywT8

Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2020

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive