რესტორან „რეტროს“ მფლობელი ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არ არის

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 3 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელებული ძალადობის ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრების საფუძველზე პოლიციამ რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დააკავა, თუმცა, ის მალევე, 5000 ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. საგულისხმოა, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდა სწორედ პროკურატურა, რაც სასამართლოს ართმევდა შესაძლებლობას, ბრალდებული პატიმრობაში დაეტოვებინა. პროფკავშირების გაერთიანება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაუკავშირდა „რეტროს“ თანამშრომლებს და სხვებთან […]