ახალგაზრდების დასაქმება კვლავ მთავარი პრობლემად რჩება

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-9 რეგიონალურ შეხვედრაზე, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებმა, ახალგაზრდების დასაქმების კრიზისის დაძლევის შესაძლებლობები განიხილეს.

2013 წლის თებერვლის მონაცემებით ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ევროპის 27 წევრ ქვეყანაში 23.5%-ს შეადგენდა. მაგალითად საბერძნეთსა და ესპანეთში ანალოგიური მაჩვენებელი 58.4 და 55.7% იყო. მხოლოდ გერმანია იყო გამონაკლისი, სადაც ახალგაზრდათა დაუსაქმებლობამ ბოლო ხუთი წელია რაც იკლო.

2011 წელს ევროპელი ახალგაზრდების თითქმის 30% სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მსხვერპლი იყო. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ევროპულ სოციალურ მოდელს რისკის ქვეშ აყენებს.

სამხრეთ ევროპის სახელმწიფოების მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ახორციელებენ რეფორმებს, მაგრამ შედეგებს ჯერ კიდევ ელოდებიან. შრომის მინისტრები ფიქრობენ, რომ სანამ სამუშაო ბაზარი გახდება ეფექტური. უმჯობესია პირველ რიგში მაკროეკონომიკის საკითხები იყოს განხილული.

ოსლოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი გზა ერასმუსის პროგრამის გაფართოებაა. შეხვედრაზე წამოიჭრა საინტერესო იდეა, რომ გამოეყენებინათ სოციალური მედია რათა რეკლამა გაეკეთებინათ იმ პროფესიებისათვის, რომლებიც შრომის ბაზარს ესაჭიროება. ინდივიდუალურ დონეზე უმუშევრობამ შეიძლება დაღი დაასვას სოციალური ყოფას და მომდევნო წლებშიც გამოიწვიოს ნეგატიური გრძელვადიანი შედეგები.

განათლებისა და გადამზადების ხარისხის მატება იქნება პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა. ასევე მნიშვნელოვანია სოციალურ დიალოგი სახელმწიფოს, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.

შსო-ს გენერალურმა მდივანმა გაი რაიდერმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის აუცილებელი კვლევები განახორციელოს, რათა ხელი შეეწყოს ქსელებისა და დიალოგის ჩამოყალიბებას. შსო ასევე მოწოდებულია, რომ გააუმჯობესონ განათლებისა და გადამზადების ხარისხი.