მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილის ინტერვიუ გაზეთთან Вечерний Бишкек

17–21 ივლისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე – ი. პეტრიაშვილი და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – ნ. ჭინჭარაული ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ყირგიზეთში, ქ. ასტანაში ყირგიზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანების მიწვევით. ვიზიტის მიზანი იყო პროფკავშირების ორი ეროვნულ ცენტრს შორის გამოცდილებების გაზიარება.

საქმიანი შეხვედრების შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმ დადებითი გამოცდილებით, რომელიც საქართველოს პროფკავშირებს დაუგროვდათ შრომითი ურთიერთობების, სოციალური დიალოგის წარმოების და დასაქმებულთა ინტერესების დაცვის სფეროში.

ამ ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ყირგიზეთის გაზეთს „Вечерний Бишкек” , რუბრიკაში – დასაქმება (18 ივლისი 2012, #105)

„თუ ყირგიზეთის მთავრობას არ სურს, რომ ხალხმა ის შეიძულოს, მაშინ არაა საჭირო თვალდახუჭულად გადაიღოთ საქართველოს გამოცდილება, როგორც შრომით, ასევე სხვა სფეროებში” – ასე დაიწყო თავისი ინტერვიუ ირაკლი პეტრიაშვილმა. ის ჟურნალისტთან საუბრისას შეეხო საქართველოში ჩატარებულ არაერთ რეფორმას, მის როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგებს.

მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიაზე, აღნიშნა, რომ მთავრობა წლების მანძილზე იღებდა სხვადასხვა გადაწვეტილებას ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად, ხოლო პროფკავშირებს საერთოდ თვლიდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მუხრუჭად. საქართველოს პროფკავშირებს წლების მანძილზე უწევდა ბრძოლა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა, რომ იგი არ იყიდებოდა. ხალხის უნდობლობა მრავალი წლის მანძილზე პროფკავშირების მიმართ სრულიად გასაგები იყო, რადგან პროფკავშირები ცდილობდა ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო მთავრობასთან, ხოლო ახლა ჩვენ ვცდილოთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი მთავრობასა და დასაქმებულებს შორის.

ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს იყენებდნენ როგორც დიდი საფინანსო ინსტიტუტების ლაბორატორიას”. მან განაცხადა რომ გულწრფელად არ სურს, რომ ყირგიზეთიც ასეთ დღეში აღმოჩნდეს. მოიყვანა მაგალითები, აღნიშნა, რომ 2006 წელს საქართველოში გაუქმდა შრომითი ინსპექცია, არ არსებობს კოლექტიური მოლაპარაკების შესახებ კანონი. ვრცლად ისაუბრა, შრომის კოდექსის ნაკლოვნებზე, იმაზე რომ დამსაქმებელს უფლება აქვს გაათავისუფლოს დასაქმებული ყოველგვარი განმარტების გარეშე, აღნიშნა, რომ უკვე 6 წელია არ არსებობს ზეგანაკვეთური შრომის ნორმა და მრავალი სხვა. „საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა უფლებების ასეთი დისკრიმინაციის მიუხედავად აპირებს დემოკრატიის ექსპორტს ყირგიზეთში?” -კითხვა დაუსვა ჟურნალისტს ირაკლი პეტრიაშვილმა.

ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობასა და პროფკავშირებს შორის არსებულ კონფლიქტებზე, კონფლიქტებზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.

„2006 წლამდე სქართველოს პროფკავშირების რეიტინგი ნულზე ქვემოთ იყო, რადგან მაშინდელი პროფკავშირები კორუფციურ გარიგებებში იყო შემჩნეული. ხალხი აღშფოთებული იყო იმით, რომ იმის ნაცვლად რომ პროფკავშირებს დაეცვა დასაქმებულთა უფლებები, ებრძოლა უმუშევრობასთან, პროფკავშირის ლიდერები იყვნენ დაკავებულები იმით, რომ იყოფდნენ იმას, რაც მათ არც კი ეკუთვნოდათ. ექვს წელიწადში საქართველოს პროფკავშირების რეიტინგი ავიდა 30 პროცენტზე, ასეთ მონაცემებს ჩვენ გვაწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციები. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ წინსვლა სახეზეა.

ექვსი წლის წინ ჩვენ შევიმუშავეთ და მოსახლეობას პირველად ვაჩვენეთ მოქმედი შრომის კოდექსის ალტერნატიული ვარიანტი. მაშინ პირველად 12 ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე და უარი განაცხადა იმ საშინელ შრომის კოდექზე, რომელსაც მთავრობა ამტკიცებდა. მაშინ, იმ დროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა მას უთხრა, რომ იცი, ეს მხოლოდ შენი და იმ 12 ათასი ადამიანის პრობლემაა, საქართველოში ცხოვრობს 5 მილიონი ადამიანი. რომ გამოსულიყო 100 ათასი, ჩვენ სერიოზულად დავფიქრდებოდით იმაზე, რომ პროფკავშირები პატივსაცემი ინსტიტუტია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მისი აზრი. მიუხედავად ამისა ჩვენ, საქართველოს პროფკავშირმა, მოვახერხეთ და შრომის კოდექსში შევიტანეთ რამოდენიმე ცვლილება”.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რომ მართალი იყო თუ არა, რომ 2011 წელს ირაკლი პეტრიაშვილს ემუქრებოდნენ პატიმრობით?

პროფკავშირების თავმჯდომარემ მოკლედ უამბო მას, რომ ეს სიმართლეა და რომ მან ეს მუქარა მიიღო, როდესაც უარი განაცხადა განათლებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირების და ჯანდაცვის პროფკავშირების თავმჯდომარეების იმ კანდიდატურების დანიშვნაზე, რომელსაც მას მთავრობა სთავაზობდა.

„საქართველოს პროფკავშირებმა დაძლია ეს რთული პერიოდი მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის მთავრობის დახმარებით”.

ასევე მან ისაუბრა ტრიპარტიზმის მნიშვნელობაზე. აღნიშნა რომ მთავრობის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. „როცა ამ სამი მხარიდან რომელიმე დომინირებს, ეს ადრე თუ გვიან ხდება დამღუპველი. იმ გადაწყვეტილებებმა, რომლიც მიღებული იქნა ხალხის მონაწილეობის გარეშე, მიიყვანა ქვეყანა დესტაბილიზაციამდე და აღშფოთებამდე. როდესაც რეფორმატორთა ერთი მუჭა ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებებს მრავალმილიონიანი ერის ნაცვლად ეს არასოდეს გვაძლევს კარგ შედეგს”.

საუბრის ბოლოს, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საქართველოში მიმდინარე დადებით ცვლილებებს და ძვრებს. „მაგრამ, ეს არ გვაძლევს აღფრთოვანების საფუძველს. გარდასახვა, რომ არ იყოს ქვეყნისათვის მტკივნეული, სხვა სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარება უნდა მოახდინო ჭკვიანურად, ამ გამოცდილებების ადაპტირებისათვის აუცლებელია ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინება. თუ ყირგიზეთის მთავრობას სურს წავიდეს საქართველოს გზით, მან პირველ რიგში, უნდა გაიაზროს, რომ ერთადერთი ხსნა- არის გაერთიანება და სოლიდარობა. მხოლოდ მშვენიერი ბუნებით და სტუმარმოყვარეობით ქვეყნის იმიჯს ვერ ააშენებ”.

ინტერვიუს სრული ვერსია