5.02.2013. ახალგაზრდების დასაქმებაში კრიზის მიმართ უმოქმედობამ შეიძლება სოციალური მღელვარება გამოიწვიოს და გაქრეს იმედები წინსვლისა. მსოფლიოსთვის ეს დაუშვებელი დანაკარგია, განაცხადა შსო–ს გენერალურმა დირექტორმა გაი რაიდერმა, ახალგაზრდობის დასაქმებასათან დაკავშირებით ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა ხელისუფლებებს შეასუსტონ მკაცრი ეკონომიის ზომები და მეტი ინვესტირება მოახდინონ სამუშაო ადგილების აღსადგენად, რადგან ახალგაზრდების დასაქმებისთან არსებულ პრობლემებს, საზოგადოების სოციალური სტრუქტურისათვის საფრთხე მოაქვს.
რაიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დასაქმების ღონისძიებები უნდა გაემიჯნოს მკაცრი ეკონომიის პოლიტიკას და გაიზარდოს ინვესტიციები მიზნობრივ პროგრამებზე.
„ამ ღონისძიებების ინვესტირება გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე შემდგომი უმუშევრობის შემწეობის გადახდა, შრომის ბაზრისაგან ახალგაზრდობის ჩამოცილებით გამოწვეული დანაკარგები“ – განაცხადა შსო–ს გენერალრუმა დირექტორმა, მთავრობების, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას.
„რაც უფრო მაღალია ასეთი ინვესტიციების მოცულობა, ახალგაზრდების უმუშევრობის დონე მით უფრო დაბალია“ – აღნიშნა მან.
რაიდერის თქმით გლობალური კრიზისი ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდობას შეეხო.
მსოფლიოში, დაახლოებით 75 მილიონი 15–დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა უმუშევრია.
ევროპაში მათი რიცხვი 5,5 მილიონს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდების უმუშევრობა 22 პროცენტს შეადგენს და ორჯერ მაღალია, ვიდრე უმუშევართა წილი მოზრდილთა შორის.
ევროპაში უმუშევარი ახალგაზრდების 30% ხანგრძლივად უმუშევარია.
14 მილიონი ახალგაზრდა 15-დან 29 წლამდე ასაკის არ სწავლობს, არ მუშაობს და არც პროფესიონალურ მომზადებას გადის, ეს ეგრეთ წოდებული „HUM” (NEETS – არც განათლება, არც დასაქმება და არც ტრენინგი). ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ჯგუფის რიცხოვნობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს თვალწინ ასეთი რამ ხდებოდეს – დადგა დრო ვიმოქმედოთ დაუყონებლივ და მიზანმიმართულად“ – განაცხადა გაი რაიდერმა.
პროფესიონალური მომზადების სასწავლო პროგრამები და სხვა პროგრამები, იმ დამსაქმებელთა სტიმულირების, რომლებიც ასაქმებენ ახალგაზრდა მუშაკებს, მეწარმეობის, სოციალური საწარმოების და კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო ღონისძიებები, აგრეთვე დასაქმების სახელმწიფო პროგრამები – გადაწყვეტის ნაწილი შეიძლება გახდეს.
თუმცა მდგომარეობის დასაძლევად ცალკეული მოქმედებები არასაკმარისია. ახალგაზრდობისათვის დასაქმების გარანტიების უზრუნველყოფის მიზანმიმართული ზომები, გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა.
რაიდერმა აღნიშნა, რომ ზომების ასეთი კომპლექსები ხარჯების მხრივ სავსებით რეალიზებადია, მაგრამ როდესც ხანგრძლივ უმუშევრობას შემდგომი ზრდის საშუალებას აძლევენ, ხოლო ე.წ. “HUM” ჯგუფი საზოგადოებას უფრო მეტად შორდება, ასეთ შემთვევაში გაცილებით მაღალი ფასის გადახდა იქნება საჭირო.
გენერალური დირექტორი აგრეთვე მიესალმა ახალგაზრდების დასაქმების ღონისძიებათა ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ პაკეტს.
რაიდერმა განაცხადა, რომ შსო მხარს დაუჭერს და აქტიურად ითანამშრომლებს ევროკომისიასთან, ევროკავშირის დონეზე ახალგაზრდობის დასაქმების ღონისძიებათა რეალიზაციის საქმეში და ამ მოქმედებების ეფექტიანობის შეფასებაში.
მან აგრეთვე აღნიშნა, ევროპის დამსაქმებელთა ორგანიზაციებსა და პროფკავშირებს შორის ახალგაზრდობის დასაქმების დარგში მოქმედების ჩარჩო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვისას შსო–ს მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ.