მიმდინარეობს საიტის განახლება

ლეო ჯერარდი

დებარე მეტალურგიულ საწარმო ‘’ჰერკუსლესში’’, რომელიც არის ინდურ-ქართული კომპანიის საკუთრება.2011 წლის 4 აგვისტოს ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა შექმნეს პროფკავშირი, რომელშიც გაწევრიანდა 147 დასაქმებული და აირჩიეს ხელმძღვანელი ორგანოები. თუმცა, საწარმოს ადმინისტრაციამ არ აღიარა პროფკავშირი და მისი არჩეული 6 ლიდერი 11 აგვისტოს სამუშაოდან გაანთავისუფლა. ადმინისტრაციამ ასევე უგულვებელჰყო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მცდელობა მოლაპარაკებების გზით გადაეჭრა არსებული კონფლიქტი. 2 სექტმებერს, საწარმოს მუშებმა საქართველოს კანონდმებლობის დაცვით მოაწყვეს გამაფრთხილებელი გაფიცვა და მოითხოვეს სამუშაოდან განთავისუფლებული პროფკავშირული ლიდერების სამუშაოზე აღდგენა და კოლექტიური მოლაპარაკებების დაწყება, რაზეც ადმინისტრაციამ სხვა პროფკავშირის აქტივისტების სამუშაოდან დათხოვნით უპასუხა. 13 სექტემბერს მუშებამ გამოაცხადეს სრულმასშტაბიანი გაფიცვა, რომელშიც მუშა-ხელის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობდა.
15 სექტემბერს, ღამის 10:15 წუთზე, გაფიცულებთან გამოჩნდა იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომლის მანქანასაც პოლიციელების 50 მანქანა მოყვებოდა. პოლიცილებმა გაფიცვის დაშლა დაიწყეს, 11:15 წუთისთვის მოშიმშილეები და 40-მდე მოშიმშილე იქნა დაკავებული, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ გაანთავისუფლეს. მოგვიანებით პოლიცილებმა გაფიცულ მუშებს სახლებში მიაკითხეს, ძალით გადაიყვანეს ქარხანაში და მათ მუშაობა უბრძანეს. სხვა დაკავებული მუშები აიძულეს დაეწერათ ხელწერილები იმის შესახებ, რომ ისინი აღარასოდეს არ მიიღებდნენ მონაწილეობას მსგავსი ტიპის გაფიცვებში, აქციებსა და მანიფესტაციებში. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ სამი გაფიცული სამი მუშა ‘’დისციპლინური დარღვევების’’ გამო გაანთავისუფლეს.
აღნიშნული მოქმედებები შეიცავს საერთაშორისო ნომრებით დეკლარილებული გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების სერიოზულ დარღვევებს. მე მოგიწოდებთ, პოლიციამ შეწყვიტოს გაფიცვაში მონაწილე მუშების მიმართ რეპრესია, ხოლო ქარხნის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ აღადგინოს პროფკავშირული ნიშნით, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვილი მუშები და დაიწყოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები საწარმოს პროფკავშირთან არსებული კონფლიქტის მოწესრიგების მიზნით. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით ამ პროცესებს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენს პასუხს მალე მივიღებთ.

საერთაშორისო პრეზიდენტი,

ლეო ვ. ჯერარდი