მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოგებული სასამართლო პროცესი პროფკავშირები ”ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ

დამსაქმებლისა და მასთან დაკავშირებული გამომკვლევი კომისიის წევრების წინასწარი განზრახვა, – არ გაეხმაურებინათ მომხდარი უბედურიDშემთხვევა და ყველაფერი ემზარ ჯიქიძისთვის დაებრალებინათ, ჩანს იქიდანაც, რომ საწარმოს ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელშიც ჯიქიძე მოათავსეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ გაუგზავნიათ. ამით შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” თავი აარიდა ვალდებულებას, ფაქტი კეთილსინდისიერად გამოკვლეულიყო.

უბედური შემთხვევა გამოიკვლია ს.ს.ი.პ. საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის 03.04.09. #42 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რომელშიც შევიდნენ ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს კოორდინატორი ჭიათურაში, ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ასევე – კომბინატის მთავარი ინჟინერი, რომელიც, მოქმედი წესებით, საწარმოში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია. ამდენად, კომისიის ყველა წევრი დაინტერესებული პირია.
კომისიამ დაასკვნა, რომ “უსაფრთხოების წესი დარღვეულია თვით დამარცხებულის, ემზარ ჯიქიძის მიერ, მან გამოიჩინა უყურადღებობა და დაუკვირვებლობა სავსე ვაგონის მოძრაობის დაწყებამდე, არ დარწმუნდა, რომ უსაფრთხო ადგილზე იდგა.” “წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების” (შემდგომში “დებულება”) შესაბამისად, დაზარალებულს გადაეცა ამ დებულების დანართი #5, ფორმა Т-1, რომელის მე-13 პარაგრაფში წერია, რომ “ჯიქიძემ დაარღვია არა მხოლოდ უსაფრთხოების წესი არამედ შრომის დაცვის წესი.”
ფორმა Т-1-ში სავალდებულოდაა აღნიშნული, რომ კონკრეტულ დარღვევას უნდა გააჩნდეს შესაბამისი საფუძველი. დარღვევის სარეგისტრაციო ცარიელი გრაფის ქვემოთ მითითებულია ტექსტი: “მათ მიერ დარღვეული სტატია, პარაგრაფი, კანონმდებლობის პუნქტი, ნორმატიული დოკუმენტი”. ეს მოთხოვნა კომისიამ არ შეასრულა – გრაფაში არ შეავსო დარღვეული წესი, პუნქტი და სხვა მონაცემები. გამომდინარე აქედან, ჯიქიძის მიმართ ჩათვლილ დარღვევას არ გააჩნდა ნამდვილი – სამართლებრივი საფუძველი.
გარდა ამისა, “უსაფრთხოების ერთიანი წესები” ამბობს: “აკრძალულია განწესის სამუშაოებზე გაცემა გამოსამუშავებლებში (სანგრევებში), რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევები”; “აკრძალულია მაღაროში ხალხის ჩაშვება, გამოსამუშავებლებში გადაადგილება, აგრეთვე სამუშაოთა წარმოება ჩართული ინდივიდუალური აკუმულატორიანი სანათურებისა და ლამპების გარეშე”. ასეთი ლამპების გარეშე მუშაობდნენ ყველანი, მთელ ცვლაში, რაც ამტკიცებს იმას, რომ ადმინისტრაცია საერთოდ უგულებელყოფდა უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს. წესით, “გამართული სანათურების რაოდენობა თითოეულ მაღაროზე 10%-ით მეტი უნდა იყოს მიწისქვეშ მომუშავეთა სიით რაოდენობაზე”, აგრეთვე მაღაროს თითოეული აკუმულატორიანი სანათი, ან ცეცხლის ლამპა აღჭურვილი უნდა იყოს ნომრით და მუშაკზე ისე უნდა იყოს მიმაგრებული (გაპიროვნებული). ეს მოთხოვნა არც ცვლაში, შესაბამისად, არც ჯიქიძის მიმართ იყო შესრულებული. შესაბამისად, “უსაფრთხოების ერთიანი წესების” მოთხოვნები დამსაქმებელმა დაარღვია.                                                                                      
ჯალამბრით ვაგონის გამწევი ბაგირი, რომელმაც ემზარ ჯიქიძეს ფეხი მოაწყვიტა, დაზიანებული იყო. ბაგირს ვაგონის ჩასამბელ ბოლოსთან აწყვეტილი ჰქონდა ხვიები, ჰქონდა ნასკვები და სხვა დეფექტები. ბაგირი არ იყო შემოწმებული და გამოცდილი საიმედოობაზე.
შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა’’ ემზარ ჯიქიძის მიმართ დაარღვია საქართველოს სახელმწიფო  ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მიერ 1971 წლის 31 აგვისტოს დამტკიცებული “უსაფრთხოების ერთიანი წესები მადნეული, არამადნეული, ქვიშრობული (ფხვიერი)… საბადოების მი]] >