მოქმედი წესდება
1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (შემდგომში – გაერთიანება) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
2. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს პროფესიული კავშირების (ასოციაციების), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანებების, (ავტონომიური რესპუბლიკების), ნებაყოფლობით გაერთიანებას, მათი საერთო ინტერესების, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის პრინციპების საფუძველზე.
3. გაერთიანება დაფუძნებულია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დამფუძნებელი ყრილობის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს და წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის უფლებამონაცვლეს (სამართალმემკვიდრეს).
4. გაერთიანება თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
5. გაერთიანებას აქვს თავისი სიმბოლოები (დროშა, ემბლემა, ვიმპელი, სამკერდე ნიშანი, ჰიმნი), მრგვალი ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, საბანკო ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში.
6. გაერთიანება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მეწარმეთა (დამსაქმებელთა) გაერთიანებების (ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციებისაგან.
7. გაერთიანება უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ორგანიზაციები, ფილიალები (წარმომადგენლობები) როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მის აქტივებს საქართველოს კანონმდებლობისა და გაერთიანების მიზნების შესაბამისად, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
8. გაერთიანების იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი #143.
1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
1.1. გაერთიანებისა და გაერთიანების წევრთა ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;
1.2. წევრ ორგანიზაციათა თანასწორუფლებიანობა, დამოუკიდებლობა და ურთიერთთანამშრომლობა;
1.3. ხელმძღვანელობის კოლეგიალობა;
1.4. გადაწყვეტილებების საჯაროობა და გამჭვირვალობა;
1.5. ურთიერთინფორმირება;
1.6. ხელმძღვანელ ორგანოთა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება პროფკავშირის წევრთა წინაშე;
1.7. უმაღლეს არჩევით პროფკავშირულ ორგანოთა გადაწყვეტილებების შესრულება;
1.8. დემოკრატიული პრინციპების დაცვა, უმცირესობის აზრის პატივისცემა;
1.9. სოლიდარობა საერთო მიზნების მისაღწევად.
1. გაერთიანების საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1.1. საწესდებო მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
1.2. დასაქმებულთა პროფესიული, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაერთიანების წევრი ორგანიზაციების მოქმედების კოორდინაცია;
1.3. საქართველოს კანონმდებლობით პროფესიული კავშირებისათვის მინიჭებული უფლებებისა და გარანტიების რეალიზება;
1.4. ეკონომიკური რეფორმების სოციალურად ორიენტირებისა და სოციალური პარტნიორობის სისტემის დამკვიდრებისათვის ზრუნვა;
1.5. საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის კონსოლიდაცია. გაერთიანების წევრთა რიგების გაფართოება და განმტკიცება;
1.6. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
1.7. გაერთიანების წევრი ორგანიზაციების საინფორმაციო-მეთოდური დახმარება. პროფკავშირული კადრების მომზადება და სწავლება, საუკეთესო გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საინფორმაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და საგამომცემლო საქმიანობის წარმოება;
1.8. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რეკომენდაციების რატიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
1.9. ყველა დონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობა. მათ შორის დამკვირვებლის სტატუსით;
1.10. საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობა.
1. გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე.
2. გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები მოწოდებულნი არიან დაიცვან დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ინტერესები, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს.
3. გაერთიანების მიზნებია:
3.1. ხელი შეუწყოს:
ა) სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
გ) ევროინტეგრაციას;
დ) გენდერული თანასწორობის დაცვას;
ე) ადამიანის ძირითადი დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
ვ) შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
ზ) ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
თ) ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.
3.2. წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:
ა) ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
ბ) სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების, ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
გ) საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებისას;
დ) შრომის, სოციალური და სხვა კანონმდებლობის შემუშავების პროცესში;
ე) განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.
3.3. მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული პრობლემების, დასაქმებულთა ინტერესების შემზღუდველი პირობებისა და მათი გამოსწორების მდგომარეობის შესახებ.
4. გაერთიანების ამოცანებია:
4.1. ადამიანის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების, მათ შორის გაფიცვის უფლების, სოციალური თანხმობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისათვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
4.2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისათვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
4.3. იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისათვის შრომითი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში დახმარება;
4.4. პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა სასამართლოში და მათი უფლებების დაცვა;
4.5. სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და მეწარმეთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
4.6. შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ ზოგადი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;
4.7. პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მოგვარება გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;
4.8. გაერთიანების აქტივების განკარგვა და ინვესტიციების კოორდინირება;
4.9. დასაქმებულთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდებისა და კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პროფკავშირების სოციალური პროგრამების – დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების, დასვენებისა და გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება;
4.10. ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება, სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა.
გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლა
1. გაერთიანების წევრი შეიძლება იყოს პროფესიული კავშირი (ასოციაცია), პროფესიული კავშირების ტერიტორიული გაერთიანება (ავტონომიური რესპუბლიკის), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს, იწონებს (ეთანხმება) გაერთიანების მიზნებსა და ამოცანებს, ცნობს ამ წესდებას და იღებს მას სავალდებულოდ შესასრულებლად.
2. წევრად შესვლის მსურველი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს გაერთიანების გამგეობას, რომელსაც თან ერთვის მსურველი ორგანიზაციის წევრთა უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
3. გაერთიანების წევრად მიღების ან გაერთიანების შემადგენლობიდან წევრის გასვლის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
4. გაერთიანების გამგეობა, განცხადების მიღების შემდეგ, ქმნის დროებით კომისიას, რომელიც წევრ ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და მსურველი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, დასკვნას წარუდგენს გამგეობას.
5. გაერთიანების გამგეობა ვალდებულია მსურველი ორგანიზაციის წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში, წესდებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
6. წევრი ორგანიზაციის განცხადება და მისი უმაღლესი (წარმომადგენლობითი) კოლეგიური ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, გაერთიანების გამგეობის მიერ განხილულ უნდა იქნეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
7. წევრი ორგანიზაციის განცხადებას, გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, თან ერთვის გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნა, გასვლის მსურველი წევრი ორგანიზაციის მიერ საწევრო ანარიცხების გადახდის საწესდებო ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.
8. საწევრო დავალიანების არსებობის მიუხედავად, გაერთიანების შემადგენლობიდან გასული პროფესიული კავშირის გაერთიანების წევრად განმეორებით მიღების შესახებ განცხადების განხილვისას, გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ხელახლა გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციისათვის განსაზღვროს სავალდებულო სახდელის ფორმა.
9. მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადის ათვლა იწყება მხოლოდ წინამდებარე წესდებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ან გაერთიანების მიერ განსაზღვრული სახდელის შესრულების შემდეგ.
10. ორგანიზაცია გაერთიანების წევრად მიღებულად (გაერთიანების შემადგენლობიდან გასულად) ითვლება გაერთიანების გამგეობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
11. გაერთიანების შემადგენლობიდან გასულ ორგანიზაციას უწყდება გაერთიანების წინაშე წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, გარდა მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებისა.
12. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია იმავდროულად არ შეიძლება იყოს საქართველოს პროფესიული კავშირების სხვა ეროვნული გაერთიანების, ასოციაციის წევრი.
ორგანიზაციის ძირითადი უფლებები
1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას უფლება აქვს:
1.1. წარმოადგინოს გაერთიანებაში პროფკავშირული ორგანიზაციებისა და პროფკავშირის წევრთა ინტერესები;
1.2. წარადგინოს დელეგატები და თავისი წარმომადგენლები გაერთიანების ყრილობასა და გაერთიანების ხელმძღვანელ კოლეგიურ ორგანოებში, ვადამდე გაიწვიოს და შეცვალოს ისინი თავისი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
1.3. წარადგინოს კანდიდატურები გაერთიანების გამგეობის შემადგენლობაში შესაყვანად მისი შემდგომი დამტკიცების მიზნით;
1.4. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების ხელმძღვანელი კოლეგიური ორგანოების მუშაობაში;
1.5. მიმართოს გაერთიანებას:
ა) პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი განმარტებების, სამართლებრივი მხარდაჭერის, კონსულტაციებისა და ინფორმაციების მიღების მიზნით;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საზღვარგარეთის ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან კონტაქტების დამყარების საკითხებზე;
გ) გამოიყენოს გაერთიანების შესაძლებლობები პროფკავშირული კადრების მომზადებისა და სწავლებისათვის, ისარგებლოს მის ხელთ არსებული მეთოდური და სასწავლო ლიტერატურით.
1.6. წინამდებარე წესდების შესაბამისად, შეიტანოს საკითხები გაერთიანების ხელმძღვანელი კოლეგიური ორგანოების სხდომებზე განსახილველად;
1.7. ისარგებლოს გაერთიანების ქონებით და მონაწილეობა მიიღოს მის მართვაში.
2. გაერთიანების მიერ წინამდებარე წესდებით აღიარებულია და გარანტირებულია წევრი ორგანიზაციების შიდა საქმიანობის ავტონომიურობა და დამოუკიდებლობა.
ორგანიზაციის ძირითადი ვალდებულებები
1. გაერთიანების წევრი ორგანიზაცია ვალდებულია:
1.1. დაიცვას და შეასრულოს გაერთიანების წესდება და უმაღლესი კოლეგიური ორგანოების დადგენილებები;
1.2. გაითვალისწინოს და საქმიანობაში ასახოს გაერთიანების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების რეკომენდაციები;
1.3. წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო შენატანები (ანარიცხები);
1.4. უზრუნველყოს მის მიერ არჩეული დელეგატების დასწრება გაერთიანების ყრილობაზე;
1.5. მონაწილეობა მიიღოს გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოების მიერ საერთო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილ მასობრივ ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებში, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, აგრეთვე სხვა დროებითი კომისიების მუშაობაში;
1.6. არ დაუშვას ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს გაერთიანებასა და მის წევრ ორგანიზაციებს;
1.7. მიაწოდოს გაერთიანებას ინფორმაცია საკუთარ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების, პრინციპულ საკითხებზე მიღებული დადგენილებების, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოების შემადგენლობაში ცვლილებებისა და საწევრო შენატანების (ანარიცხების) აკრეფის მდგომარეობის შესახებ;
1.8. ყოველი წლის 1 მარტამდე წარადგინოს სტატისტიკური ანგარიშები დადგენილი ფორმებისა და ვადების შესაბამისად;
1.9. გაუფრთხილდეს და პატივი სცეს პროფკავშირული მოძრაობის ინტერესებს, არ დაუშვას პროფკავშირების იმიჯისა და ავტორიტეტის შელახვა.
1. გაერთიანება წევრი ორგანიზაციების წინაშე ვალდებულია:
1.1. ხელი შეუწყოს მათთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული და გარანტირებული უფლებების დაცვას;
1.2. წარმოადგინოს ისინი სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე მათი უფლებებისა და გარანტიების უკეთ რეალიზების მიზნით, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებისა და თანამშრომლობის საკითხებში;
1.3. არ განახორციელოს ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს წევრი ორგანიზაციების ორგანიზაციულ მთლიანობას;
1.4. ჩამოაყალიბოს პროფკავშირული საქმიანობისთვის აუცილებელი ცენტრალური სამსახურები (საორგანიზაციო, იურიდიული, ანალიტიკური, საერთაშორისო, შრომის დაცვის და სხვა.), რომლებიც წევრ ორგანიზაციებს გაუწევს მომსახურებას პროფკავშირული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად;
1.5. აღმოუჩინოს თანადგომა და ქმედითი მხარდაჭერა სოციალურ პარტნიორებთან დიალოგის წარმოებაში;
1.6. აღმოუჩინოს მხარდაჭერა პროფკაშირული კადრებისა და აქტივის სწავლებასა და გადამზადებაში.
ორგანიზაციის პასუხისმგებლობა
1. გაერთიანების წევრ ორგანიზაციას, გაერთიანების გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩამოერთვას ხმის უფლება და შეეზღუდოს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მუშაობაში მონაწილეობა შემდეგი გარემოებების არსებობისას:
1.1. გაერთიანების წესდების მოთხოვნების, ყრილობის და გამგეობის დადგენილებების შეუსრულებლობა;
1.2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) 3 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობა;
1.3. პროფკავშირების იმიჯის შემლახავი მოქმედება.
2. წევრ ორგანიზაციას, საწევრო შენატანების (ანარიცხების) 6 თვეზე მეტი ხნით გადაუხდელობის შემთხვევაში, დაერიცხება საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე დავალიანების ჯამური თანხის 2 %-ის ოდენობით.
3. წევრი ორგანიზაცია, გაერთიანების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გაირიცხოს გაერთიანების შემადგენლობიდან, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები:
3.1. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საწევრო დავალიანების არსებობა;
3.2. გაერთიანების წესდების საწინააღმდეგო ქმედება.
4. გაერთიანების მიერ წევრი ორგანიზაციის მიმართ ზემოქმედების ზომის გამოყენებამდე, უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველმხრივ შეისწავლოს საკითხი და მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე წევრი ორგანიზაციებისგან მიიღოს რეკომენდაციები და გაიაროს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
5. წევრ ორგანიზაციას, რომლის მიმართაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზემოქმედების ზომა, გარანტირებული აქვს უფლება – გადაწყვეტილების მიღებამდე წარადგინოს შუამდგომლობა და დაასაბუთოს მისი პოზიცია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე.
6. უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს ზემოქმედების ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების ბათილობას.
საწევრო შენატანები (ანარიცხები)
1. გაერთიანების მიერ საწესდებო მოვალეობათა სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წევრი ორგანიზაცია ყოველი თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გადარიცხვის წესით, იხდის ყოველთვიურ ფულად საწევრო შენატანს (ანარიცხს).
2. საწევრო შენატანების (ანარიცხების) დროული და სრული მოცულობით გადახდა წარმოადგენს წევრი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას გაერთიანების წინაშე.
3. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის სტატისტიკური ანგარიშის შესაბამისად, თვის განმავლობაში აკრეფილი საწევრო ანარიცხების არანაკლებ 5 პროცენტით.
4. საქართველოს პროფესიული კავშირების აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებისა და ცხინვალის პროფესიული კავშირების ყოველთვიური საწევრო შენატანები (ანარიცხები) განისაზღვრება წევრი ორგანიზაციის სტატისტიკური ანგარიშის შესაბამისად, მის ხელმძღვანელ ორგანოში თვის განმავლობაში შესული (ჩარიცხული) საერთო თანხის 2 პროცენტით.
და მაკონტროლებელი ორგანოები
1. გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებია:
1.1. გაერთიანების ყრილობა;
1.2. გაერთიანების გამგეობა.
2. გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია.
1. გაერთიანების უმაღლესი, ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა გაერთიანების ყრილობა.
2. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ.
3. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატებს, დემოკრატიული პრინციპებისა და გენდერული ბალანსის დაცვით, ირჩევენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოები წინამდებარე წესდებით დადგენილი კვოტის მიხედვით:
გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფ.წევრთა რაოდენობა |
გაერთიანების ყრილობის დელეგატთა რიცხოვნობა |
500 -მდე |
2 |
501-დან – 1500-მდე |
3 |
1501-დან – 4000-მდე |
8 |
4001-დან – 8000-მდე |
12 |
8001-დან – 15000-მდე |
16 |
15 000-ზე ზევით |
16+1 დელეგატი ყოველ 5 ათას საწევროს დაგამხდელ წევრზე |
4. გაერთიანების წევრი ორგანიზაციის საწევროს გადამხდელ პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობა დგინდება გაერთიანების გამგეობის მიერ, გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
5. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია ყრილობამდე ექვსი თვით ადრე განსაზღვროს წევრ ორგანიზაციებში გაერთიანების ყრილობის დელეგატთა არჩევნების დაწყებისა და დამთავრების ვადები, ამ შემთხვევაში წევრ ორგანიზაციებში ყრილობის დელეგატთა არჩევნები მთავრდება ყრილობამდე ერთი თვით ადრე.
6. გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლობა გაერთიანების ყრილობაზე განისაზღვრება თითოეულისათვის სამი წევრით, სათათბირო ხმის უფლებით.
7. გაერთიანების ყრილობის მოწვევის, ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ დადგენილებას იღებს გაერთიანების გამგეობა ყრილობამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
8. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას გაერთიანების გამგეობის დადგენილებით:
8.1. გაერთიანების გამგეობის ინიციატივით;
8.2. გაერთიანების იმ წევრი ორგანიზაციების ერთი მესამედის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების დადგენილებების საფუძველზე, რომელთა პროფკავშირის წევრთა ჯამური რაოდენობა აღემატება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების პროფკავშირის წევრთა 33%-ს.
9. გაერთიანების რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას აქვს იგივე უფლებამოსილებები, რაც მორიგ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას.
10. გაერთიანების ყრილობის ჩატარების თარიღის, ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გაერთიანების ყველა წევრ ორგანიზაციას, ყრილობამდე ორი კვირით ადრე.
11. გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია გაერთიანების თავმჯდომარეს, გაერთიანების მიზნების ან წესდების საწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში დელეგატთა სიითი შემადგენლობის 23-ის უმრავლესობით, ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება და აირჩიოს ახალი თავმჯდომარე დარჩენილი ვადით.
12. გაერთიანების ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, თუ მას ესწრება დელეგატთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
13. ყრილობა დადგენილებებს იღებს მხოლოდ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.
14. გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ფუნქციონირებს გაერთიანების გამგეობის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიები, რომელნიც უფლებამოსილი არიან განსახილველად მიიღოს და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შუამდგომლობები ყრილობის დღის წესრიგით გასათვალისწინებელი საკითხების შესახებ.
15. კომისიაში შუამდგომლობების წარდგენის უფლება აქვთ:
15.1. წევრ ორგანიზაციებს;
15.2. საკონტროლო-სარევიზიო კომისიას;
15.3. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს სამხარეო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში;
15.4. მრჩეველთა საბჭოს, ქალთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს;
15.5. გაერთიანების ყრილობის დადგენილება მიიღება ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ხოლო დადგენილება წესდების შეცვლის თაობაზე – 2/3 უმრავლესობით.
16. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები თანამდებობით ავტომატურად არიან მორიგი ყრილობის დელეგატები.
17. გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა:
17.1. ისმენს გაერთიანების გამგეობის ანგარიშს საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, განიხილავს და შეფასებას აძლევს გაერთიანების გამგეობის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ მუშაობას;
17.2. ისმენს, განიხილავს და ამტკიცებს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშს;
17.3. განსაზღვრავს ერთიანი პროფკავშირული მოქმედების პროგრამას მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო პერიოდისათვის;
17.4. იღებს გაერთიანების წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
17.5. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
17.6. ქმნის გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
17.7. ამტკიცებს დებულებებს: გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის, გაერთიანების გამგეობის მუდმივმოქმედი კომისიების, გაერთიანების რწმუნებულის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში; საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილ დავების მარეგულირებელ კომისიის, ინსტრუქციას პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
17.8. განსაზღვრავს კენჭისყრის ჩატარების ფორმას (ღია, ფარული);
17.9. ამტკიცებს გაერთიანების ყრილობის და გამგეობის მუშაობის რეგლამენტებს;
17.10. იხილავს წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ გამგეობის შემადგენლობაში დელეგირებულ წევრთა უფლებამოსილების საკითხს და ამტკიცებს მათ პერსონალურ შემადგენლობას;
17.11. ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარეს (ფარული კენჭისყრით);
17.12. გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ყრილობის დელეგატთა შემადგენლობიდან ირჩევს გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებს;
17.13. ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობის მიერ შერჩეული კანდიდატურებიდან, ირჩევს საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს.
1. გაერთიანების გამგეობა წარმოადგენს გაერთიანების უმაღლეს ხელმძღვანელ, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც გაერთიანების ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს გაერთიანების საქმიანობას.
2. გაერთიანების გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომლებიც არ შედის ყრილობის კომპეტენციაში და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას.
3. გაერთიანების გამგეობა ანაგრიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე.
4. გაერთიანების გამგეობის შემადგენლობას 4 წლის ვადით ამტკიცებს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
5. გაერთიანების გამგეობა ფორმირდება გაერთიანების წევრი ორგანიზაციების უმაღლესი კოლეგიური ორგანოების მიერ, პროფესიული კავშირის თავმჯდომარის და მისი მუდმივი შემცვლელი პირის (გამგეობის წევრის სრული უფლებით) პირდაპირი დელეგირების წესით.
6. საანგარიშო-საარჩევნო პერიოდში გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრის წარმომდგენ ორგანოს უფლება აქვს გამგეობის შემადგენლობაში წარმოადგინოს ახალი წევრი. ამ შემთხვევაში ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
7. გაერთიანების წევრ ორგანიზაციებსა და რეგიონულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ჰყავთ თითო წარმომადგენელი გაერთიანების გამგეობაში.
8. გაერთიანების გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს იმავდროულად გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი.
9. გაერთიანების გამგეობის უფლებამოსილების ვადა გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
10. გაერთიანების გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ერთისა ყოველ სამ თვეში გაერთიანების თავმჯდომარის მოწვევით;
11. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) გაერთიანების თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) გამგეობის წევრთა 13-ის მოთხოვნის საფუძველზე.
12. გამგეობის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამგეობის ყველა წევრს ეცნობება მოწვევამდე არაუგვიანეს სამი დღისა.
13. გაერთიანების გამგეობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მის სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა სი¬ითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
14. გაერთიანების გამგეობის სხდომების მუშაობაში თითო წევრით, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობენ გაერთიანების მრჩეველთა საბჭოს ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
15. გაერთიანების გამგეობის დადგენილება მიიღება სხდომაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გაერთიანების წევრად მიღების (გაერთიანების შემადგენლობიდან გასვლის) შესახებ დადგენილება – სიითი შემადგენლობის 23 –ის უმრავლესობით.
16. გაერთიანების გამგეობა:
16.1. წარმართავს გაერთიანების საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ყრილობის დადგენილებების, გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად;
16.2. კოორდინაციას უწევს გაერთიანების საქმიანობას ყრილობებს შორის პერიოდში და ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობის წინაშე;
16.3. განაგებს და განკარგავს გაერთიანების საკუთრებას;
16.4. განსაზღვრავს ყრილობის მოწვევის თარიღს, ადგილსა და დღის წესრიგს;
16.5. ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ისმენს მათი მუშაობის ანგარიშებს, ხელს უწყობს გაერთიანებასთან არსებულ ქალთა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოს საქმიანობას;
16.6. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამგეობის ერთ-ერთ წევრს, თავმჯდომარის წარდგინებით, აკისრებს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებას;
16.7. იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციების, წარმომადგენლობების დაფუძნების შესახებ და გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
16.8. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განსაზღვრავს წევრი ორგანიზაციების მიერ დამატებითი შენატანების ოდენობას;
16.9. იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული წევრი ორგანიზაციის საწევრო შენატანებთან (ანარიცხებთან) დაკავშირებით;
16.10. საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევის შესახებ;
16.11. გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს გაერთიანების რწმუნებულებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში;
16.12. აწესებს საქართველოს პროფესიული კავშირის წევრის მოწმობის (ბილეთის) ერთიან ნიმუშს, ამტკიცებს გაერთიანების სიმბოლოებს;
16.13. განსაზღვრავს გაერთიანების საფინანსო პოლიტიკას;
16.14. ამტკიცებს გაერთიანების ბიუჯეტს;
16.15. ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1. გაერთიანების თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს ყრილობის დელეგატთაგან ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეები თანამდებობრივად არიან გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები საზოგადოებრივ საწყისებზე.
3. გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს გაერთიანების თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის განკარგულებით – ერთ-ერთი მოადგილე.
4. გაერთიანების თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება გრძელდება მომდევნო საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე.
5. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები იმავდრულად არიან გაერთიანების გამგეობის წევრები.
6. პირადი განცხადებით გაერთიანების თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, გამგეობა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რომელიც ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
7. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების საქმიანობის ცალკეულ, ძირითად მიმართულებებს და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების თავმჯდომარის წინაშე. ფუნქციების განაწილებას თავმჯდომარის მოადგილეებს შორის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გაერთიანების გამგეობა.
8. წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, გაერთიანების გამგეობის დადგენილებით შეიძლება გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. თავმჯდომარის მოადგილისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან აღდგენის საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა სხდომის მუშაობაში მონაწილე გამგეობის წევრთა ხმების 4/5-ით.
9. გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ გაერთიანების პრაქტიკულ საქმიანობას და ანგარიშვალდებულნი არიან გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე.
10. გაერთიანების თავმჯდომარე:
10.1. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულებას;
10.2. წარმოადგენს გაერთიანებას და იცავს მის ინტერესებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა (მეწარმეთა) კავშირებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებში;
10.3. იწვევს და თავმჯდომარეობს გაერთიანების გამგეობის სხდომებს და ხელმძღვანელობს მათ მომზადებას;
10.4. ხელმძღვანელობს გაერთიანების ყრილობის მუშაობას;
10.5. გაერთიანების სახელით მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში, სხდომების, თათბირების, სემინარების, კონფერენციების მუშაობაში და საწესდებო მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებში;
10.6. ამტკიცებს გაერთიანების საშტატო განრიგს, აწარმოებს კადრების შერჩევას, დებს და აუქმებს შრომით ხელშეკრულებებს (კონტრაქტებს), გამოსცემს განკარგულებებს;
10.7. ხელს აწერს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებებს, შეთანხმებებს, ხელშეკრულებებს, წერილებს, განცხადებებს, მიმართვებს, კორესპონდენციებს, საფინანსო და სხვა დოკუმენტებს;
10.8. ახორციელებს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის მიერ დასახულ სხვა ღონისძიებებს.
1. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიას 7 წევრის შემადგენლობით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 4 წლის ვადით.
2. ყრილობის დელეგატთა წარმომადგენლობა შეარჩევს გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში ასარჩევ კანდიდატურებს და წარუდგენს ყრილობას კენჭისყრისათვის.
3. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის დადგენილებების შესრულების, გაერთიანების საკუთრების გამოყენების, ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა ხარჯვაზე, წევრი ორგანიზაცების მიერ გაერთიანებაში საწევრო შენატანების (ანარიცხების) გადახდის მდგომარეობაზე.
4. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია გადახდილი საწევრო შენატანების (ანარიცხების) საფუძველზე ახორციელებს წევრი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშის მონიტორინგს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს გაერთიანების გამგეობას.
5. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, გაერთიანების თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს გაერთიანების საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობიდან, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადით.
6. გაერთიანების საკონტროლო-სარევიზიო კომისია დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ანგარიშვალდებულია გაერთიანების ყრილობისა და გამგეობის წინაშე და მოქმედებს ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
1.გაერთიანების სამდივნო იქმნება გაერთიანების ხელმძღვანელთა კოლეგიალობის, მათი საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით.
2. გაერთიანების სამდივნოს შემადგენლობაში შედიან გაერთიანების თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
3. გაერთიანების სამდივნო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.
1. გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს გაერთიანების წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პროფკავშირული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და კოორდინაციის მიზნით, სამხარეო (რეგიონული) კონფერენციების მიერ არჩეული რწმუნებულების კანდიდატურებს ამტკიცებს გაერთიანების გამგეობა.
3. გაერთიანების რწმუნებული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავის მუშაობას წარმართავს წინამდებარე წესდებისა და ყრილობის მიერ დამ¬ტკიცებული დებულების შესაბამისად.
1. გაერთიანება ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ქონებას, ფულად სახსრებს და იყენებს მას თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად.
2. გაერთიანების საკუთრება და ფულადი სახსრები დაცულია კანონმდებლობით, ერთიანი, განუყოფელი და ხელშეუხებელია.
3. გაერთიანების ფულადი სახსრები იქმნება წევრი ორგანიზაციების საწევრო შენატანების (ანარიცხების), ნებაყოფლობითი შემოწირულობებისა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.
4. წინამდებარე წესდებით წევრ ორგანიზაციებს გარანტირებული აქვს გაერთიანების საკუთრებით სარგებლობის უფლება. გაერთიანების არაწევრი პროფესიული კავშირებისათვის გაერთიანების ქონებით სარგებლობის უფლების საკითხს წყვეტს გაერთიანების გამგეობა.
1. გაერთიანების რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება გაერთიანების ყრილობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გაერთიანების ლიკვიდაცია ხორციელდება:
2.1. გაკოტრების ან სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
2.2. გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებით;
2.3. კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;
3. გაერთიანების ყრილობის დადგენილება გაერთიანების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ მიიღება ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის ხმათა 2/3-ით.
4. გაერთიანების ლიკვიდაციას ახორცილებს გაერთიანების გამგეობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. გაერთიანების ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება განაწილდება კანონით დადაგენილი წესით.
გამგეობის წევრები:
1. პეტრიაშვილი ირაკლი
2. ალექსანდრია გოჩა
3. დოლიძე მერაბი
4. მათურელი ეთერი
5. აგლაძე ზაზა
6. ალანია ლავრენტი
7. ამირანაშვილი გელა
8. არბოლიშვილი თემური
9. ბაღაშვილი ნანა
10. ბეჟაშვილი იოსები
11. გიორგაძე მურთაზი
12. კვიტატიანი გოჩა
13. კოტრიკაძე სერიოჟა
14. მაშია სულიკო
15. მექვაბიშვილი დარეჯანი
16. ნებიერიძე ნაუმი
17. ოქიტაშვილი დავითი
18. ჟურული მერაბი
19. ღონიაშვილი მალხაზი
20. ღურჭუმალიძე მანანა
21. ჩიჯავაძე ანატოლი
22. ძაბილაშვილი გელა
23. წულეისკირი შალვა
24. ჭინჭარაული ნუგზარი
25. ხარატიშვილი ბესიკი
26. ჯანაშია ჯონდო