C143 კონვენცია მიგრანტი მშრომელების შესახებ (დამხმარე დებულება), 1975
კონვენცია შეურაცხმყოფელ პირობებში მიგრაციისა და მიგრანტი მშრომელების შესაძლებლობებისა და მოპყრობის თანასწორობის ხელშეწყობის შესახებ (შენიშვნა: ძალაში შესვლის თარიღი – 09.12.1978)
კონვენცია :C143
ადგილი: ჟენევა
კონფერენციის მე-60 სესია
მიღების თარიღი: 24.06.1975
საგნის კლასიფიკაცია: მიგრანტი მშრომელები
საგანი: მიგრანტი მშრომელები
იხილე ინფორმაცია წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციების შესახებ
დოკუმენტი გამოქვეყნებულია ინგლისურ და ესპანურ ენებზე.
სტატუსი: თანამდეროვე (უახლესი) ინსტრუმენტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია
რომლის მესამოცე სესია 1975 წლის 4 ივნისს ჩატარდა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ოფისის(ბიუროს) მმართველი ორგანოს მიერ, და
იმის გათვალისწინებით, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პრეამბულა აკისრებს მას “მშრომელთა ინტერესების დაცვას როცა მათი დაქირავება ხდება სამშობლოს გარეთ სხვა ქვეყანაში”, და იმის გათვალისწინებით, რომ ფილადელფიის დეკლარაცია, ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს შორის, კვლავაც ადასტურებს, რომ “შრომა არ არის სამომხმარებლო საქონელი”, და რომ “ნებისმიერ ადგილზე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან”; და ამავე დროს აღიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვალდებულებას მომავალი პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა კონკრეტულ მიზანს სრული დასაქმების მიღწევა წარმოადგენს “სამუშაო ძალის გადაადგილების გზით, მათ შორის დასაქმების მიზნით…”, ითვალისწინებს რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის “დასაქმების მსოფლიო პროგრამას” და “დასაქმების პოლიტიკის შესახებ კონვენციას” და რეკომენდაციას – 1964, და ხაზს უსვამს რა გადაჭარბებული და უკონტროლო მიგრაციული მოძრაობის თავიდან აცილების საჭიროებას, რასაც თან ახლავს უარყოფითი სოციალური შედეგები, და იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურული და ქრონიკული უმუშევრობისაგან და განუვითარებლობისაგან თავის დასაღწევად, მრავალი ქვეყნის მთავრობა დაბეჯითებით მიუთითებს კაპიტალისა და ტექნოლოგიების გადაცემის უპირატესობას სამუშაო ძალის ტრანსფერთან შედარებით, რომელიც განსახილველი ქვეყნების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად აისახება ადგილწარმოშობის ქვეყნისა და დამსაქმებელი ქვეყნის ურთიერთ- ინტერესებში, და მხედველობაში იღებს რა ყველა ადამიანის უფლებას დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი სამშობლოს ჩათვლით, და დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში, და აპელირებს რა “დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ” კონვენციაში და რეკომენდაციაში(შესწორებული ვარიანტი, 1949) ჩამოყალიბებული დებულებებით, (ნაკლებად განვითარებული ქვეყნების) “მიგრანტი მშრომელების დაცვის” შესახებ 1955 წლის რეკომენდაციით, 1964 წლის დასაქმების პოლიტიკის კონვენციითა და რეკომენდაციით, 1948 წლის “დასაქმების სამსახურის კონვენციითა” და რეკომენდაციით, და “მომსახურებისათვის გადასახადის მიღების პრინციპზე მომუშავე დამსაქმებელი სააგენტოების შესახებ კონვენციით” (შესწორებული ვარიანტი, 1949), რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა: მიგრანტი მშრომელების სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების რეგულირება, მიგრაციასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციით უზრუნველყოფა ტრანზიტული მგზავრობისა და ქვეყანაში ჩამოსვლისას მიგრანტისთვის მინიმალური პირობების შესახებ, აქტიური დასაქმების პოლიტიკის შემოღება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა, და იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ბაზრებზე არსებული ვითარების გამოისობით გამოწვეული მშრომელთა მიგრაცია უნდა ხორციელდებოდეს დასაქმების ოფიციალური სააგენტოების პასუხისმგებლობის ქვეშ, ან შესაბამისი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, კერძოდ კი სამუშაო ძალის თავისუფალი ცირკულაციის ნებადამრთველი შეთანხმებების შესაბამისად, და ითვალისწინებს რა, რომ სამუშაო ძალის არსებული უკანონო და ფარული ტრეფიკინგი საჭიროებს დამატებით ისეთი სტანდარტების შემოღებას, რომლ] ]>