მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები საპირველმაისო მანიფესტაციას გამარათვენ!

1 მაისს, დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პროფკავშირები ტრადიციულად, მასშტაბური დემონსტრაციით აღნიშნავენ.მსვლელობა 18:00 საათზე თბილისის ცენტრში, ვარდების მოედნიდან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან აქციით დასრულდება.

პროფკავშირების გაერთიანება აქციას იმ ჯგუფებთან და ადამიანებთან ერთად გამართავს, რომლებიც იზიარებენ გაერთიანების ხედვებს.

საპირველმაისო მანიფესტაციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა უსაფრთხო და ღირსეული შრომაა.

საპირველმაისო მანიფესტაციაზე პროფესიული კავშირები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, ქვეყანაში შრომითი და სოციალური სფეროების რეფორმირებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით. ყურადღება გამახვილდება შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და კონვენციების რატიფიცირების საკითხებზე.

ამ დღეს, პროფკავშირები მსოფლიოს მასშტაბით მე 19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ.