შრომის უსაფრთხოება მშრომელთა თვალით

შრომის უსაფრთხოების უმთავრესი ამოცანაა არ დაუშვას საწარმოო პროცესის პირობებში მუშაკის დაშავება და მის მიერ პროფესიული დაავადების შეძენა, მან  შრომის მაქსიმალური მწარმოებლურობის პირობებში უზრუნველყოს მუშაკისთვის კომფორტული სამუშაო ვითარება. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სამუშაო ადგილი მაშინ არის სრულფასოვანი,  თუ იგი არ ვნებს  ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობას.

შრომის დაცვა საკანონმდებლო აქტების, სოციალურ-ეკონომიკური, ორგანიზაციული, ტექნიკური. ჰიგიენური და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების სისტემაა, რომელიც ერთ მთლიანობაში უზრუნველყოფს დასაქმებულის უსაფრთხოებას, მისი ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. შრომის დაცვა როგორც დისციპლინა სოციალურ-ეკონომიკურ კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ძირითადად ოთხი ნაწილისაგან  შედგება: შრომის კანონდებლობა და ორგანიზაციული საკითხები, შრომითი სანიტარია, უსაფრთხოების ტექნიკა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება.

შრომის დაცვის,  როგორც სამეცნიერო დისციპლინის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია ყველა სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევის გამოყენება.

შრომის დაცვის სოციალურ ამოცანას წარმოადგენს მშრომელთა ჯანმრთელობისა და  შრომის უნარიანობის დაცვა, მისი მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნება. დაცულმა შრომამ ადამიანის სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებას საჭირო პირობები უნდა შეუქმნას.

შრომის დაცვის ეკონომიკურ ამოცანას წარმოადგენს შრომის ნაყოფიერების, წარმოების ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური დანახარჯების, განსაკუთრებით მუშაკთა ტრავმატიზმითა და დაავადებებით გამოწვეული დანახარჯების შემცირება. საბოლოო ჯამში კი საწარმოო პროცესის დაცვა არითმიისა და დეზორგანიზაციისაგან.

გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი მონაცემებით მსოფლიოში სამუშაო ადგილებზე ყოველ წუთს 5 ადამიანი იღუპება და ასჯერ მეტი კი სხვადასხვა სახის ტრავმასა და პროფესიულ დავაადებას იღებს. სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების არ არსებობის პირობებში მუშაკმა შეიძლება მიიღოს ჭრილობა, ტვინის შერყევა, მოტეხილობა, ღრძობა, კიდურების ამპუტაცია, დამწვრობა, მოყინვა, მოწამვლა, ნერვული სტრესი, ელექტრო დარტყმა და მის შედეგად ცნობიერების დაკარგვა, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების მოშლა, უცხო სხეულების მოხვედრა თვალში, ყურში, ყელში და სასუნთქ ორგანოებში. ეს ტრავმები თავისი სიმძიმით შეიძლება იყოს მსუბუქიცა და მძიმეც,  ფატალურიც კი. მშრომელმა ტრვმით შეიძლება სამუდამო ინვალიდობაც მიიღოს ან სიცოცხლესაც  კი დაემშვიდობოს.

ნათელია, რომ შრომის უსაფრთხოებაზე სრულფასოვანი კონტროლის გარეშე მშრომელებს შრომა აღარ სურთ და ამას ადასტურებს მათი მოსაზრებები. რადგან საქართველოს თუნდაც რეფორმირებული შრომის კოდექსი არ იცავს მშრომელს სუბიექტივიზმისა და ვოლუნტარიზმისგან, შესაბამისად ზოგიერთ მათგანტან ინტერვიუები რესპოდენტების სახელების დასახელების გარეშე ქვეყნდება.

შემდუღებელი, ლითონ ნაკეთობათა ქარხნიდან: “შედუღებით სამუშაოებს უკვე 10 წელია რაც ვეწევი. ქარხანაში ჰაერი ლითონის შედუღებისა და ჭრის პროცესში  საშემდუღებლო აეროზოლით ბინძურდება. არის მტვერი და მავნე აირები. რესპირატორი შეიძლება მხოლოდ „лересток“ მოგცენ თვითონ, მაშინ როცა საჭიროა „астра-2“ ან „ру-60м“თავისი სათვალეებით, რადგან აზოტის ჟანგეულის ოზონისა და  ნახშირის ჟანგის დაგროვებისას თავისუფლად შეიძლება მოიწამლოს ადამიანი.  ჯერ 35 წლისაც არ ვარ კანი კი გამიყვითლდა. რძეს  რეგულარულად ვსვამ, მაგრამ თუ შრომის სტანდარტები არ შემეცვალა არა მგოინა რომ კიდევ 10 წელი გავძლო ამ პირობებში.“

“მე ელექტროოფთალმია განმივითარდა. თვალები მძლავრმა ულტრაიისფერმა სხივება დამიზიანა. მყავდა თანამშრომელი რომელმაც თვალის ბროლის დაბურვა – კატარაქტა მიიღო ინფრაწითელი გამოსხივებით. სოდიანი წყლით კი ვიბან თვალებს, მაგრამ ამას ჯობს მაღალი ხარისხის სინათლის ფილტრები და  ქიმიურ ფილტრიანი რესპირატორები მოგვცენ,  თორემ ინვალიდობა არ ამცდება სულ მალე.“

მომპოვებელ მრეწველობაში დასაქმებულებიც აქტიურად საუბრობენ თავის პრობლემებზე.

ზაზა თადიაშვილი, მაღაროელი: “საფრთხე ჩვენთან ყველგან არის, გვირაბის გაყვანისას, საწმენდი სამუშაოების წარმართვისას, მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციისას, საშახტო და საკარიერო ტრანსპორტის მუშაობისას, აფეთქებების წარმოებისას, ელექტრო ენერგიის გამოყენებისას. მიწის ქვეშ შეიძლება წიაღისეული ან ფუჭი ქანი უეცრად ჩამოიქცეს, გვირაბში წყალი, პულპისა და წყალნარევი ქანების ნარევი ტალღა შემოიჭრეს, აფეთქებით წარმოშობილმა დარტყმის ტალღამ მაღალი ტემპერატურა და ნახშირორჟანგი შეიძლება შემოტყორცნოს სამუშაო ადგილზე, შეიძლება მოწყვიტოს ქანები და მცირე ნაკუწებად შეაყაროს ადამიანს სახეში და თვალებში. ეს ფაქტები არა ერთხელ მომხდარა კიდეც.“

ივანე კეკელიძეძე, მაღაროელი: „მე საკომპრესორო სადგურზე ვმუშაობ. ჩვენთან ავარია შეიძლება შეკუმშულიჰაერის მაღალ ტემპერატურამდე მომატებამ გამოიწვიოს, ამ დროს წნევაც იმატებს და თუ ნაპერწკალი წარმოიქმნა კომპრესორის ცილინდრსი ჰაერის შემკრებსა და მილსადენში ფეთქებად საშიში აირი შეიძლება აალდეს. შრომის უსაფრთხოება  ჩვენთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია.“

ლევანი, ელექტრიკოსი: “მაღაროში მაღალი ძაბვის ქსელი მოქმედებს. ადამიანზე ელექტროობამ შეიძლება თერმული, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედებაც კი შეიძლება მოახდინოს. ელექტრო შოკს შეუძლია ადამიანის გულისა და სუნთქვის პარალიზება. ამის გამო ჩამიწებას, დანულებას, დამცავ ამორთვას, ელექტროდამცავ საშუალებებს ყოვლის მომცველ ყურადღებას ვუთმობ.“

შრომის უსაფრთხოება მშენებლობაზეც არ არის ნაკლები ყურადრების ღირსი.

ნოდარ გეგენავა, მშენებელი: „სადაც მე ობიექტს ვაშენებ ქარიანი ადგილია და ხშირად მტვერში ვმუშაობ. აზბესტს როცა იყენებდნენ ბევრმა მისი მტვერი ჩაყლაპა და აზბესტოზი დაემართა. ჩემთვის მთავარი საფრთხე ცემენტის მტვერია, მაგის გამოა რომ ბრონქიტი მაწუხებს.“

პეტრე გასვიანი მშენებელი: “ცემენტის მტვერმა ბევრს ბრონქიალური ასთმა განუვითარა. მისგან დასაცავები ვართ.“

რეზო სახვაძე, მშენებელი: „ მშენებლობებზე აზოტმჟავას, გოგირდმჟავას, ამიაკს, ფენოლს, ქლორს, გოგირდოვან აირს, კაჟმიწას, ბენზინს, ბენზოლს, მეთილის, ბუტილისა და ეთილის სპირტს და სხვა ბევრტოქსიკურ ნივთიერებას ვიყენებთ. სპეცტანსაცმელი ძველი ბრეზენტის- გან არის შეკერილი, დამცავ საცხებს, სათვალეებს და რესპირატორებს თავად ვყიდულობთ. თავადვე ვამზადებთ 5%-ან სოდის და 2%-ან ბორმჟავის ხსნარებს, რათა მჟავის ან ტუტის შემთხვევით თვალში მოხვედრისას საკუთარ თანამშრომელს სასწრაფოდ ვუშველოთ, რომ ექიმის მოსვლამდე ადამიანი არ დაგვიბრმავდეს.“

შრომის უსაფრთხოებაზე საუბარი არასრული იქნებოდა მეტალურგიის გარეშე.

ტარიელ უ. მეტალურგი: „მეტალურგიაში მავნე ნივთიერებები როგორიცაა ნახშირბადის ოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი და კაჟმიწა აქტიურად გამოიყენება, არის ნახშირის შემცველი მტვერიც. უსაფრთხოება ჩვენთვის ლიტონი სიტყვა არაა.“

ყოფილი მეტალურგი: “მტვერმა თვალები კონიუქტივიტით დამიავადა. რქოვანის ანთებას დიდხანს ვმკურნალობდი, მაგრამ ამღვრევა კიდევ მაქვს.“

შალვა, მეტალურგი: „ მეტალურგიაში ადამიანმა ტყვიის ნაერთისგან სატურნიზმი, ალუმინისაგან ალუმინოზი, ბერილიუმისაგან ბერილიოზი, რკინის ნაერთისაგან სიდეროზი, ვერცხლის წყლისაგან მერკურიალიზმი, მანგანუმისაგან მანგანოკინოზი, ნიკელისაგა ნიკელი კიბოც შეიძლება მიიღოს. სასუნთქი გზებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებამ კატარული მოვლენებიც შეუძლი განუვითაროს. მეტალურგიაში შრომა დაცული უნდა იყოს.“

სხვადასხვა პროფესიის ადმიანების თვალთახედვა ადასტურებს რომ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის შექმნა, შრომის უსაფრთხოებაზე სრულფასოვანი კონტროლი ეს არაა პროფკავშირების კაპრიზი, არა ეს არის შრომის მაღალი ორგანიზებისათვის აუცილებელი ზომა. შრომის ნაყოფიერება პირდაპირ არის დამოკიდებული მის უსაფრთხოებაზე. საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორმა, როგორც სოციალურმა პარტნიორებმა კონტროლი უნდა დააწესონ მასზე. საჭიროა სისტემა, რომელიც მათ შორის ფუნქციებს ოპტიმალურად გადაანაწილებს. უნდა შეიქმნას უსაფრთხო მუშაობის მეთოდური სწავლების ქსელი, მისმა პროპაგანდამ პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს, კონტროლი უნდა იყოს ოპერატიული, ღონისძიებების კომპლექსები წინმსწრები, შრომითი ტრავმები სკურპულოზულად გაანალიზებული, პროფილაქტიკა უწყვეტი, შრომის უსაფრთხოებაში გამოჩენილი ძალისხმევამატერიალურად სტიმულირებული.

საქართველოს შრომის დაცვის სფეროში მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად რადიკალური რეფორმირება ესაჭიროება. მშრომელები და პროფკავშირები ამ ცვლილებებზე დიდი ხანია რაც ყურადღებას ამახვილებენ და დღეს დადგა დრო ეს საკითხი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მოექცეს.

სტატია მომზადებულია სპეციალურად GTUC.GE–სათვისshroma