ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე გარდაიცვალა

3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარი შემთხვევის შედეგად ელმავლის მემანქანე, პაატა ღავთაძე გარდაიცვალა.

საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელის თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ჭიათურიდან დაშავებული ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.

“დაახლოებით 50-52 წლის იყო. დარჩა მეუღლე და ორი შვილი. შემთხვევა მოხდა 3 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე. ელმავლის მოძრაობის დროს, როგორც მეუბნებიან, მეორე ლიანდაგზე იდგა ვაგონები და ვიზუალური აღქმა რომ მოეხდინა, თავი გამოყო ელმავლიდან. ამ დროს მეორე პარალელურ ლიანდაგზე მდგომ ვაგონებს მიარტყა თავი,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თამაზ დოლაბერიძემ.news_4207

მისივე თქმით, “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია დაასრულებდა შემთხვევის ადგილის შესწავლას, შექმნიდნენ კომისიას და პროფკავშრის წარმომადგენლებსაც ჩართავდნენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე