ბრიუსელში, პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) -ის ქალთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა, პროფკავშირების საერთაშოროსო კონფედერაციის (ITUC ) კამპანიის მიმდინარეობის ეტაპებია – სამუშაო ადგილებზე ძალადობის წინააღმდეგ.
მსჯელობა ეხება სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას და ბალანსს, ქალთა პრობლემებს და ამ მიმართულებით არსებულ ინიციატივებს.
საქართველოში ქალთა შრომითი კუთხით არსებულ მდგომარეობაზე მოხსენება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა გააკეთა, რომელიც ამავდროულად ევროპის პროფკავშირების ქალთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტიცაა. ქალთა კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ყრილობის პერიოდში მიმდინარე მოვლენებით და დღეს არსებული მდგომარეობით. დეტალური ინფორმაცია მათ ეთერ მათურელისგან მიიღეს.