მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

18 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “ვერე პალასში” შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები გააცნო. როგორც იცით, საქართველოს პროფკავშირები წლების მანძილზე ითხოვენ ქვეყანაში შრომის ინსპექციის აღდგენას და ეს საკითხი ქართველი პროფკავშირელებისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

ღონისძიებაში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის დაცვის სამინისტროს, პრემიერ მინისტრის აპარატის, მსოფლიო პროფკავშირების კონფედერაციის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კონფერენციას ასევე ესწრებიან სტუმრები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ბელორუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

შეხვედრაზე განიხილეს პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC ) პერსპექტივა – თუ რა არის პრიორიტეტული  PERC-ისთვის. პრეზენტაცია NIS-ის რეგიონში შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროფკავშირული ქსელის შესახებ (OSH NIS TU Network), მისი  ამოცანები, რესურსები და როლი პროფკავშირების პოტენციალის გაძლიერებაში

ასევე ისაუბრეს ILO- ს სტრატეგიაზე უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის სტრატეგიზე უსაფრთხოების საკითხებში, ინსტიტუციებზე, მიმდინარე აქტივობებზე და სხვა.  შეხვედრის დროს გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც შრომითი პირობებზე და შრომის ინსპექციასზთან დაკავშირებულ ტენდენციებს გაესვა ხაზი.

კონფერენცია 19 ნოემბერს დასრულდება.konferencia