მიმდინარეობს საიტის განახლება

შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პილოტური პროგრამის პროექტი შემუშავდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პილოტური პროგრამის პროექტი. პროგრამის განხორციელების მონაწილეები არიან საქართველოს მთავრობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია , სოციალური პარტნიორები (პროფესიული კავშირების გაერთიანება, დამსაქმებელთა ასოციაცია) და შესამოწმებელი ობიექტები.  მონიტორინგის  პროცესზე  ზედამხედველობას  ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის, დასაქმებულთა  და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო  ჯგუფი.

პილოტური პროგრამის  მიზანს წარმოადგენს შრომის პირობების მონიტორინგის სამსახურის ფორმირება, რისი რეალიზებისთვისაც სამუშაო ჯგუფის მიერ მუშავდება ის ზაბაზისო საკითხები, რაც მოიცავს მონიტორინგის ჩატარების წესის, შემოწმების ანკეტების ფორმების, მონიტორინგის სპეციალისტების თანამდებობრივი ინსტრუქციების და დებულებების შემუშავებას, მონიტორინგის განმახორციელებელი კადრების შერჩევა–გადამზადებას და სხვა.

აღნიშნული პროგრამის სრულყოფაში აქტიური როლი მიუძღვის პროფესიული კავშირების გაერთიანებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მონიტორინგის პროგრამასთან დაკავშირებული ის  პრინციპული შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც წარუდგინა პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. პროფკავშირების გაერთიანებიდან პროგრამის შედგენაში ჩართულია გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია და ტექნიკური ზედამხედველიბის სპეციალისტი, ნიკა კაკაშვილი.usafr