მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შრომის ინსპექციის შექმნა ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებად რჩება

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა შრომის ინსპექციის ხელახლა შექმნას ჯერ კიდევ არ ჩქარობს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროსთან გასვლითი შეხვედრა გაიმართა, თუმცა პოზიციების დაახლოება მაინც ვერ მოხერხდა.

ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მთავრობა თანახმაა მონიტორინგის სამსახური შექმნას, რომელიც დააკვირდება საწარმოებს, იმ შემთხვევაში თუ საწარმოები დასთანხმდებიან მონიტორინგს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ფორმით სამსახურის შექმნა აბსურდია, რადგან არცერთი საწარმო, სადაც დარღვევებია, ნებაყოფლობით შემოწმებაზე თანახმა არ იქნება და აუცილებელია სანქციების არსებობა.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით მთავრობის დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამერიკის საელჩოც საქმის კურსშია.

მთავრობამ შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიული დოკუმენტით აიღო. ინსპექცია მიმდინარე წელს უნდა შეიქმნას, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ინსპექციის შექმნა ბიზნესმენებს დამატებით რეგულაციებს შეუქმნის და ეს ბიზნესგარემოს გაუარესებას შეუწყობს ხელს.sromis usafrtxoeba