9 წლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ბრუნდება. შრომის უსაფრთხოებასთან ერთად ახალი ორგანო დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებასაც გაუწევს მონიტორინგს.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის ფარგლებში, დისკრიმინაციული შემთხვევების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნის ვალდებულება დაეკისრა და შრომის ინსპექცია ამ ფუნქციასაც შეითავსებს და კონკრეტული შემთხვევების გამოკვლევა და რეკომენდაციების მიწოდება დაევალება. დეპარტამენტის შექმნის დებულებაში იმ შენიშვნების ნაწილიც აისახა, რაც შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით ჰქონდათ.
“წინა პროექტში პირადპირ ეწერა, რომ ინსპექტორებს შეეძლოთ საწარმო გაეჩერებინათ თავიანთივარაუდების საფუძველზე, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიზანშეუწონელი იყო იმ ფონზე, რაც საქართველოს ეკონომიკაში ხდება. ამ ვარიანტში კი შესაძლებელია ეტაპობრივ განვითარებაზევისაუბროთ და არა ხისტ დამოკიდებულებაზე. ახლა მთავრია როგორ მოხდება ამის განვითარება. ესდეპარტამენტი სარეკომენდაციო–აუდიტორულ ორგანოდ უნდა იქცეს, რომელიც იშვიათშემთხვევებში შეიძლება მაკონტროლებელშიც გადაიზარდოს, თუ ელემენტარული პირობებიც კი არარის დაცული საწარმოში და ვიღაცას შეგნებულად არ უნდა ამის აღმოფხვრა.”-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მიხეილ კორძახია.
ყველა თანხმდება, რომ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, თუმცა მთავარი შეკითხვა, რაც შრომის ინსპექციის საკითხზე მუშაობის დროს გაჩნდა, ბიზნესს უკავშირდება- იქნება ეს ზედმეტი რეგულაცია ბიზნესისთვის თუ მივიღებთ უსაფრთხო შრომის შედეგად გაზრდილ შრომისნაყოფიერებას. ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში დამატებითი რგოლის შექმნა შრომით ურთიერთობებს დააზარალებს და შესაბამისი მიზნებისათვის ბიზნესის წარმოებასაც გაართულებს.
“შრომითი უფლებების დასაცავად დასაქმებულს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არაერთიინსტრუმენტი გააჩნია, დაწყებული დამსაქმებელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებით, დამთავრებული სასამართლოთი. ყოველი ახალი რეგულაციისათვის ბიზნესსაც და საზოგადოებასაცგარკვეული ფასის გადახდა გვიწევს, რადგან ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიზნესის მიერ წარმოებულიპროდუქციისა და მომსახურების ღირებულებაზე აისახება, რომელსაც ვყიდულობთ ჩვენ –მომხმარებლები.ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემო,მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მარტივი, ნათელი და მხოლოდ აუცილებელი რეგულაციები” –აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.
შეკითხვაზე – ხომ არ იქნება ეს დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სანქციებისა და სადამსჯელო ზომების ამოქმედება ამ ეტაპზე არ იგეგმება და შრომის ინსპექტორები მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან.
“ბიზნესს დავეხმარებით შემუშავებული სტანდარტების დანერგვაში. ასევე, აუცილებელიაცნობიერების დონის ამაღლება, როგორც დამსაქმებლებში, ასევე დასაქმებულებში, რომ იცოდნენ ისსტანდარტები და სამუშაო გარემო, რომელშიც უნდა უწევდეთ მუშაობა. ეს ერთ–ერთიუმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებლი. ამ ეტაპზე არ მოხდებაჩარევა სანქციებით, ჩვენი ინსპექტორები შრომის უსაფრთხოებისა თუ შრომის კანონმდებლობისუფლებების გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებითა და შესაბამისი წინდადებით მიმართავენ”-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია.
სანქცირებისა და კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პროფკავშირებს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს აუცილებლად მიაჩნია სადამსჯელო ღონისძებების გატარება. ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ სამმხრივი კონტოლის გარეშე ინსპექცია კვლავ ისეთ კორუფციულ სახეს მიიღებს, რის გამოც ის 2006 წელს გაუქმდა.
“აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მეწარმეს უსაფრთხოებასა თუ შრომის პირობებთან დაკავშირებით საწარმოში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ერთხელ,ორჯერ თუ არ გაითვალისწინა, ამის შემდეგ სანქცია უნდა დაწესდეს. სხვაგვარად შედეგის მიღწევაშეუძლებელია. სამმხრივ კონტროლში კი ვგულისხმობთ იმას, რომ გარკვეული პრევენცია მოხდეს დაარ იქცეს რაღაც კორუმპირებულ სტრუქტურად. ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა მასზედამხედველობას უწევდეს, როგორც პროფკავშირები, ასევე დამსაქმებელები” – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და დაცვას საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დაახლოვოს, თუმცა ამისათვის ქვეყანას ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე აქვს. როგორია ევროპული სტანდარტი და რას ავალდებულებს ასოცირების შეთანხმება საქართველოს-eugeorgia.info-მ ამ შეკითხვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს სოციალურ და შრომის საკითხებში, ოლივერ რაისნერს მიმართა.
“ევროკავშირის ქვეყნებში შეიძლება შრომის უფრო მაღალი სტანდარტი იყოს, ვიდრე დადგენილიაშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. არ ვამბობთ, რომ ეს ზუსტად ასე უნდა იყოსსაქართველოშიც. ჩვენთვისაც და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანიადასაქმებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაზიანდეს”- ამბობს ოლივერ რაისნერი. რაისნერის განცხადებითვე, შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებაა.
“რამდენიმე კვირის წინ ორი მუშა დაიღუპა მშენებლობაზე, ეს არ უნდა ხდებოდეს. იქ სადაც ირღვევასოციალური სტანდარტები, ყოველთვის შესაძლებელია სოციალური აფეთქება. სოციალურიკონფლიქტები უნდა მოგვარდეს არა მხოლოდ შრომის ინსპექციის შექმნით, არამედ ხელფასების,დეკრეტისა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევითაც. ეს შექმნის სტაბილურგარემოს, რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის საჭიროა სტაბილური შრომითიურთიერთობები, კანონის უზენაესობა და კარგად განათლებული მუშახელი. ასოცირების შეთანხმებაკი ამ რეფორმების სწორად გატარების შესაძლებლობას იძლევა.” –აცხადებს ოლივერ რაისნერი.
საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შრომის ინსპექტორებს მაკონტროლებელ ფუნქციასაც მისცემს, შესაბამისად, პირველ ეტაპზე, სპეციალური პროგრამით გადამზადებული ინსპექტორები შრომით დავებსა და საჩივრებს განიხილავენ და რეკომენდაციებს გასცემენ. როგორც კი საკანონმდებლო ბაზა შემუშავდება და საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება, ინსპექცია ყველა საწარმოსა თუ ორგანიზაცია-დაწესებულებისათვის სავალდებულო გახდება. ასევე, ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული სადამსჯელო ზომები და სანქციები, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ საკითხზე სოციალურ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მსჯელობა გაგრძელდება.