დღეს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სარჩელითან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პროფკავშირები შსს-ს მიერ სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან კარვების გაშლის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ, რაც უზენაესი კანონითაა გარანტირებული.
უკვე 10-ე დღეა, სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან 16 ადამიანი შიმშილობს. პროტესტის მთავარი მიზეზი რკინიგზაში როტაციის წესით თანამშრომელთათვის სამუშაოს ადგილმდებარეობის შეცვლაა. რკინიგზელები სს “საქართველოს რკინიგზის” რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელის ვასილ ხორავას და პრეს სპიკერის დაჩი ცაგურიას თანამდებობიდან გათავისუფლებაა.
დღეს 18:30 ზე სს”საქართველოს რკინიგზის” ოფისთან მოშიმშილეთა მხარდასაჭერი აქციაც გაიმართება.