შვეიცარიაში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინაროებდა, რომელსაც მსოფლიოს გავლენიანი პირები, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკური ლიდერები ღებულეობენ მონაწილეობას მნიშვნელოვანი საკითხებისა და გამოწვევებს განხილვის მიზნით.
მსოფლიო ფორუმის სპეციალურ პანელზე, სწავლების შერეული სისტემების განვითარების საკითხი იხილებოდა, სწავლების შერეული სისტემა კლასში ტრადიციული და მაღალ-ტექნოლოგიური მეთოდების კომბინაციას გულისხმობს.
ფორუმზე მსოფლიოს განათლების პროფკავშირების მიდგომები და პოზიციები განათლების ინტერნაციონალის გენერალურმა მდივანმა, ფრედ ვან ლოუვენმა წარმოადგინა.
ფორუმზე სპეციალური დისკუსია – პანელი ,,სწავლების მომავალის“ საკითხებს მიეძღვნა, თუ როგორ პასუხობს განათლების სისტემები სწავლების ონლაინ და მაღალ-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. შეხვედირის მონაწილეებმა იმსჯელეს არსებულ ბარიერებზე და გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელი ადექვატური ნაბიჯების გადადგმის საჭიროებებზე.
ფრედ ვან ლუვენმა აღნიშნა, რომ უპირველესად უნდა მოხდეს მასწავლებლების მომზადება და მათი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რადგან მათი ხელშეწყობა სისტემის გაუმჯობესებასა და ხარისხის უზრუნველყოფას უწყობს ხელს, თუმცა აღნიშნული სისტემის განვითარებით არ უნდა მოხდეს მასწავლებლის პროფესიის დაკნინება, ,,ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ რომ მოსწავლეებს 21 საუკუნისთვის საჭირო უნარები და ცოდნა მივცეთ, თუმცა აქვე არ უნდა დავივწყოთ პროფესიონალთა როლი და გამოცდილებები, რაც მოსწავლეებს სამყაროს შესწავლაში ეხმარებათ. შერეული სწავლების სისტემების გამოყენებით არ უნდა მივიღოთ არაკვალიფიციური და გამოუდეგარი განათლების სისტემა“- აღნიშნა მან.
მან კვლავაც შეახსენა სახელმწოფოს ვალდებულებები: მაღალი ხარისხის ზოგადი განათლების სისტემის, კონკრეტულად შესაბამისის გარემო პირობების შექმნა და მასწავლებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის მაღალ-ტექნოლოგიური სისტემებით, უნდა ხდებოდეს თანასწორად გეოგრაფიული და ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად.
ფორუმის დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივი პროგრამების შექმნის აუცილებლობაზე, სკოლების ტექნოლოგიებით აღჭურვაზე რაც სწავლების შერეული სისტემების განვითარების წინაპირობაა. ფრედ ვან ლოუვენმა აღნიშნა რომ მსგავსი სტრატეგიები ეროვნულ და გლობალურ დონეზე განათლების სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით და კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს და გამოთქვა პროფკავშირების მზადყოფნა სისტემის დანერგვასა და განვითარებაში მონიტორინგის წარმოების კუთხით.
წყარო: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ
პირველწყარო: http://ei-ie.org/en/news/news_details/2843#