მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეხვედრა უკრაინელ კოლეგებთან

23 იანვარს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გაიმართა შეხვედრა უკრაინის პროფესიული კავშირების ფედერაციის კიევის საქალაქო გაერთიანების საბჭოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან.

უკრაინული მხარის ინიციატივით გამართული ამ შეხვედრის მიზანი იყო ქართული გამოცდილების გაცნობა სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მეთოდიკის შესახებ, ინფორმაციის მიღება საქართველოში არსებული სოციალური პარტნიორობის პროცესისა და ხელისუფლებასთან სოციალური დიალოგის მდგომარეობის შესახებ.

უკრაინულ პროფკავშირულ დელეგაციას წარმოადგენდნენ: უკრაინის პროფესიული კავშირების ფედერაციის კიევის საქალაქო გაერთიანების საბჭოს აპარატის წარმომადგენელი ელენე პანოვა, უკრაინის აგროსამრეწველო კომპლექსის მუშაკთა კიევის საქალაქო გაერთიანების თავმჯდომარე ოლგა ლოპატა, უკრაინის კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის კიევის საქალაქო გაერთიანების თავმჯდომარე ლიდია კოლოდკო, უკრაინის ავტოტრანსპორტის მუშაკთ და საგზაო მეურნეობისპროფესიული კავსირის თავმჯდომარე ვასილი სავისკო, უკრაინის ავტოტრანსპორტის მუშაკთა და საგზაო მეურნეობის პროფესიული კავშირის კიევის საქალაქო გაერთიანების თავმჯდომარე ევგენი კუნახი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან უკრაინელ სტუმრებს შეხვდნენ: გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ეთერი მათურელი,  გაერთიანების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძე, საქართველოს ხელოვნების მუშაკთა, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა, სოფლის მეურნეობის მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა, ენერგეტიკის მუშაკთა, მეტროპოლიტენის მუშაკთა, კავშირგაბმულობის მუშაკთა, მშენებელთა და ტყის მეურნეობის მუშაკთა, საჯარო მოსამსახურეთა, ნავთობისა და გაზის მუშაკთა, მედიცინის, ფარმაციის და სოციალური დავის მუშაკთა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის სამხარეო პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის  წარმომადგენლის იური ფოფხაძის წინადადებით შეხვედრა გაიხსნსა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და უკრაინელი ჯარისკაცების  ხსოვნისადმი მიძღვნილი საპატიო დუმილით.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯმდომარის მოადგილემ ეთერი მათურელმა უკრაინელ სტუმრებს მოუთხრობოლო რამდენიმე წლის განავლობაში ქართული პროფკავშირბის გაერთიანების მიერ მშრომელთა სოციალური, მატერიალური და შრომითი უფლებების დასაცავად გაწეული საქმიანობის შესახებ, იმ სამართლებრივი ინიციატივების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განხორციელდა სოციალურად პოზიტიური ცვლლილებები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსმა ლაშა ბლიაძემ უკრაინელ სტუმრებს გააცნო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სტრუქტურულ-ორგანიზაციული წყობა, რიცხოვნობა, წესდების ფუძემდებლური პრინციპები, გაერთიანების მიერ საერთაშორისო და რეგიონალურ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებები, გაერთიანებაში შემავალი დარგების პროფკავშირების მიერ განხორციელებული აქციები, განსაკუთრებით სოციალური პროტესტის აქციები და ამ აქციებით მშრომელთათვის მოტანილი წარმატებები.

უკრაინელმა სტუმრება გამოსვლებში აღწერეს საომარ პირობებში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური რეალობა, გამოთქვეს შეხედულებები უკრაინის შრომით კანონმდებლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. ომმა ქვეყნის რეალობა გახადა ყველა დასაქმებულის ხელფასიდან 2 პროცენტის, ხოლო 80 დოლარის აღმატებული პენსიის თანხიდან 15 პროცენტის გამოქვითვა სახელმწიფოს მიერ საომარი ხაჯების გაწევისთვის. ქვეყანაში სახელფასო დავალიანება 1 მილიარდ გრივნას მიაღწია, ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას საზღვარგარეთ სამსახურის საძიებლად, სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სოციალური დიალოგი.

ქართული პროფკავშირების წარმომადგნელბმა გამოსვლებში განმარტეს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შეწყდა ანტიპროფკავშირული ქმედებების ყველაზე ოდიოზური გამოვლინებები, მაგ: პოლიციების ხელით გაფიცულების დარბევა, სოციალური პროტესტის პროფკავშირული ხელმძღვანელების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უაღრესად ინრტულია და არ იყენებს სოციალური დიალოგისა და პარტნიორობის უპირატესობებს. სამმხრივი კომისიიის (სახელმწიფო, დამსაქმებელთა ასოციაცია, პროფკავშირები) მუშაობა დუნეა, დღემდე არ არის ფორმირებული, 2006 წლის ლიბერტარიანულ დოგმებზე აგებული შრომის კოდექსით გაუთვალისწინებელი შრომის სამართლებრივი და ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექცია და არ განახლებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების პროცესი.

ქართველმა პროფკავშირელებმა სრული მხარდაჭრა გამოუცხადეს უკრაინელ კოლეგებს, შეთანხმდნენ მათთან შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე და უსურვეს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობს აღდგენა, მშვიდობა, განვითარება და წარმატებები უკრაინელი მშრომელების სოციალური, მატრეიალური და შრომითი უფლებების დაცვის საქმეში.

პროფკავშირული შეხვედრა შეაჯამა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთრი მათურელმა, რომელმაც გამოთქვა საერთო პროფკავშირული სოლიდარობისადმი ქართული პროფკავშირების ერთუგულება და მხარდაჭრა უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. შეხვედრა დაასრულა პროფკავშირელთა შორის სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრების გაცვლამ.

სტატია მომზადებულია სპეციალურად WWW.GTUC.GE-სათვისUKR