მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

შეთანხმება შედგა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასა და შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციას შორის პროფკავშირების გაერთიანების ოფისში შედგა შეხვედრა, რომელზეც თანამშრომელთათვის დამატებითი ბენეფიტების გაცემაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მანგანუმის მრეწველობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჭიათურაში განვითარებული პროცესები უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს როგორც საწარმოსთვის, ასევე ქვეყნისთვის. საწარმოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად(რაც ითვალისწინებს 2016 წლის 20 იანვრიდან 20 მაისამდე საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში  მუშაობის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასის   60%-ის და ჯანმრთელობისოჯახურისადაზღვევოპაკეტითმომსახურებისშენარჩუნებას, ასევე, შესაბამის საფინანსო ინსტიტუტებთან დასაქმებულების სასესხო ვალდებულებებისგადავადებისუზრუნველყოფას) განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საწარმოს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისათვის შემოსავლების კლების შემსუბუქების მიზნით დამატებითი ღონისძიების გატარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

  1. არაუგვიანეს 2016 წლის 20 მაისისა „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი“ განაახლებს მუშაობას 2016 წლის 20 იანვრამდე არსებული რეჟიმით, მოქმედი თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილების სრულად შენარჩუნებით.
  1. კომპანიის თანამშრომლებს შვებულების უფლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობებით, საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულისპეციალური მუშაობის რეჟიმის დასრულებისთანავე.
  1. საწარმოსა და თანამშრომლებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ სპეციალურ რეჟიმში მუშაობის პერიოდში, საწარმო განახორციელებს შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების ღონისძიებებს ამ სფეროში საწარმოში არსებული პრობლემების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად.
  1. საწარმოს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლებისთვის შემოსავლების კლების შესამსუბუქებლად,საწარმო უზრუნველყოფს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით დადგენილი საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმის – 272,5 ლარის ანაზღაურებას იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა ხელფასის 60%-ი(ხელზე ასაღები) ნაკლებია აღნიშნულ მაჩვენებელზე. შესაბამისად, საწარმო განახორციელებს აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლების ხელფასის 60%-სა (ხელზე ასაღები) და საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს შორის (272,5 ლარი) სხვაობის კომპენსირებას.
  1. ამ შეთანხმების პირობები ვრცელდება „ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ ყველა თანამშრომელზე.