საერთაშორისო პროფესიული კავშირები მიესალმა G20-ის შრომისა და ფინასთა მინისტრების პირველ ერთობლივ შეხვედრას მოსკოვში. შეხვედრაზე განიხილებოდა უმუშევრობისა და უთანასწორების საკითხები, რომელიც გადაუდებელი სამოქმედო გეგმების დასახვას მოითხოვს. მინისტრებს სურთ, რომ ამუშავდეს “ინვესტიციის მანქანა“ და ამ გზით, შეიქმნას სამუშაო ადგილები.
საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარონ ბაროუმ განაცხადა, რომ შეაშფოთა შრომისა და ფინანსთა მინისტრების მსოფმხედველობამ სამუშაო ადგილების გაუარესების შესახებ. ბაროუმ G20-ის ლიდერებს სანკტ–პეტერბურგში სექტემბრის შეხვედრისთვის ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შესახებ სამოქმედო გეგმის დასახვისაკენ მოუწოდა.
“ამჟამად 200 მილიონზე მეტი ადამიანია უმუშევარი. სამომავლო პროგნოზებით ეს მაჩვენებელი იზრდება. დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახები იბრძვიან საჭმლის მოპოვებისთვის. სამწუხაროდ არ არსებობს ლიდერებისგან რაიმე სასწრაფო ღონისძიება ამ პრობლემების მოსაგვარებლად. G20-ის ლიდერებს უნდა ახსოვდეთ ის, რომ აუცილებლად მისაღებია სათანადო ზომები, რათა მოგვარდეს უმუშევრობის პრობლემა“ – განაცხადა შარონ ბაროუმ.
წლიდან წლამდე მშრომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. G20-ის ქვეყნების პოლიტიკა ამ კუთხით წარუმატებელია. შრომისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრა არის პირველი ნაბიჯი G20-ის ქვეყნებმა იმუშაონ თანმიმდევრულად. უმუშევრობისა და უთანასწორობის ზრდა მიუღებელია. უახლოესი პროგნოზებით G20-ის ქყვენების ეკონომიკა დაბლა ეცემა, რასაც თან ხელფასების კლებაც დაერთო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოების გაძლიერებული პოლიტიკა სანდო სამუშაო ადგილებისა და საინვესტიციო გეგმის შექმნის კუთხით“ – განაცხადა პროფკავშირების სამრჩევლო კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჯონ ევანსმა.
მან ასევე დასძინა, რომ: “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები თავს დაესხნენ ფუნდამენტალურ შრომის ბაზრის პოლიტიკას, G20-ის ქვეყნების ფინანსთა და შრომის მინისტრებმა პირველ ეტაპზე გააცნობიერეს შრომის ბაზრისა და სოციალური ინვესტიციების პოლიტიკის როლი სოციალური დაცვის, უთანასწორობის აღმოფხვრის, მინიმალური ხელფასის და კოლექტიური დიალოგის სისტემის ჩამოყალიბებაში. ეს ზრდის ქვეყნის ეკონომიკასა და დასაქმებას. თუმცა, რეალურად აღმოჩნდა, რომ G20-ის ქვეყნების ეროვნული მთავრობების ამ პოლიტიკის წინააღმდეგნი არიან“.
მიუხედავად ამისა შრომის მინისტრებმა ეკონომიკური მანქანის ასამუშავებლად გამოაცხადეს მხარდაჭერა, ფინანსთა მინისტრები არ აღიარებენ ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ამ ყველაფერმა ცხადჰყო, რომ საჭიროა მიიღწეს რეალური პოლიტიკის კოორდინაცია. შრომის მინისტრებმა შეიმუშავეს ერთობლივი კომუნიკე, რაც მონიტორინგის ვალდებულებების აღებას გულისხმობს.
“მსოფლიოს სჭირდება ეფექტური G20, რომელიც უერთგულებს ადამინებს და არა მხოლოდ ფინანსურ ბაზრებს. მშრომელთა და მათი ოჯახების ნდობას აღდგენა სჭირდება, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას. წარმატება დამოკიდებულია ეკონომიკაზე, რომელიც დაფუძნებულია დასაქმებაზე, სამართლიან ხელფასზე და სოციალურ დაცვაზე“ – განაცხადა შარონ ბაროუმ
http://www.ituc-csi.org/change-of-tone-at-joint-g20-labour