მაია სექანია ტუბერკულოზისა და ფილტვის ეროვნულ ცენტრში, მედდის პოზიციაზე 2015 წლიდან მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს მინიმუმ ერთწლიანი შრომის კონტრაქტის დადებას, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა ერთ წელზე ნაკლები ვადით. აღსანიშნავია ისიც, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი გარემოებები, რომელიც გაამართლებდა კონტრაქტის ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებას.
სექანიას ინტერესებს სასამართლოში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტები იცავდნენ. 2017 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღნიშნული საქმე და გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი მაია სექანიასთან 4 თვის ვადით იყო დადებული, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით იყო დადებული და მოპასუხე მხარეს დააკისრა 1 წლის განმავლობაში იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 5 000 ლარამდე ოდენობით.
.