მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორში დასაქმებულებს აქვთ

საქსტატის მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანასო სექტორში ფიქსირდება და ყველაზე დაბალი განათლების სფეროში.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 850.8 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი.

ყველაზე მაღალი ხელფასი, 1384.4 ლარი, საფინანასო სექტორში ფიქსირდება. მის შემდგომ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორშია – 1336 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორია – 1102.3 ლარიანი ანაზღაურებით.

ყველაზი დაბალი საშუალო ხელფასი 440.3 ლარი განათლების სექტორში დაფიქსირდა.

დასაქმებულ ქალთა საშუალო ხელფასი 630.2 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 1122.4 ელექტროენერგიის დარგში ფიქსირდება, 1079.1 საფინანასო სექტორში და 976.1 სახელმწიფო მმართველობაში.

დასაქმებულ ქალთა ყველაზე დაბალი ხელფასი 384.7 თევზჭერასა და მეთევზეობაში ფიქსირდება.

დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო ხელფასი კი 2014 წლის მე-3 კვარტალში 1030 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 1846.9 საფინანსო სექტორში დაფიქსირდა, 1380.9 ლარი – სამთომოპოვებით მრეწველობაში და 1204.4 ლარი კი მშენებლობაში.

ყველაზე დაბალი ხელფასი მამაკაცებშიც განათლებაში ფიქსირდება – 525.1 ლარის ოდენობით.cota dasaqmebuli mcirexelfasianta qveyanashi