მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ყაზახეთში დამოუკიდებელ პროფკავშირს დევნიან

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე


ყაზახეთის რესპუბლიკაში დამოუკიდებელ პროფკავშირულ ორგანიზაციას რთული დღეები უდგას. გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე, სახელმწიფო აპარატის სრული მობილიზაციით ხორციელდება დამოუკიდებელი პროფკავშირული ლიდერის ლარისა ხარკოვას დევნა. მთავარი მიზეზი ამ დაუფარავი და უსამართლო დევნისა არის ლარისა ხარკოვას მოქალაქეობრივი და სოციალური პოზიცია – საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებაში რეალურად აამოქმედოს, როგორც ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებები, რათა რესპუბლიკაში დასაქმებულებმა თავისუფლად დააფუძნონ და დამოუკიდებლად წარმართონ დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველი პროფკავშირები.
ყაზახეთის რესპუბლიკაში თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობის შესაჩერებლად სახელმწიფო აპარატის მხრიდან ამოქმედდა უსამართლო და მართლსაწინააღმდეგო სადამსჯელო ზომების მთელი კომპლექსი, რომლის მთავარი შეტევის ობიექტი პროფლიდერი ლარისა ხარკოვა აღმოჩნდა. მას აუკრძალეს როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძრვანელობა ხუთი წლის ვადით, ასევე მიუსაჯეს პირობითი ოთხ წლიანი პატიმრობა და ქონების კონფისკაცია. ეს არის დაუფარავი მცდელობა დაანახონ სხვებსაც, ვინც მოინდომებს სოციალურ აქტიურობას, რომ პროფკავშირული ლიდერობა შეიძლება „სამართლებრივად“ დაიბლოკოს, ხოლო პროფლიდერი მატერიალურად დაზარალდეს.
პროფკავშირული მოძრაობა მთელს მსოფლიოში არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიტყვების ამარა და აუცილებელია აქტიური მოქმედება ყაზახეთის რესპუბლიკის ღირსეული მოქალაქის, მშრომელთა უფლებებისა და ინტერესების ერთგული წარმომადგენლის თავისუფლების დასაცავად. თავისუფლება და სამართლიანობა – ლარისა ხარკოვას, თანამედროვე საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თვალსაჩინო აქტივისტსა და ღირსეულ ლიდერს.