მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

უმუშევრობის კომპენსაცია – პროფკავშირების ინიციატივა

“საქართველოს პროფესიულმა კავშირებმა” მთავრობას ინიციატივით მიმართა, რომ პირებს, რომლებიც არ მუშაობენ, ექვსი თვის განმავლობაში, პენსიის ოდენობის თანხა გადაუხადონ , – როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, სამმხრივ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ინიციატივას განიხილავს, შედის როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე პროფკავშირები და დამსაქმებლების ორგანიზაცია. პეტრიაშვილი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა არ უარყვია და ამჯერად ინიციატივის განხილვები მიმდინარეობს. “ინიციატივა ითვალისწინებს კომპენსაციას იმ ადამიანებისთვის რომლებიც კარგავენ სამსახურს და ვერ პოულობენ, – ესაა უმუშევრობის შემწეობა. ესეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს მინიმალური პენსიის ოდენობის ანაზღაურება 6 თვის განმავლობაში. ეს თანხა შეადგენს 180 ლარს”, – ამბობს პეტრიაშვილი. მისივე განმარტებით, შემწეობის გაცემა იმ მოქალაქეებზე იგეგმება, რომლებიც სამსახურს ეძებენ, თუმცა ვერ პოულობენ და არა ყველა უმუშევარ პირზე. “მათ აქვთ კვალიფაცია და აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი შეთავაზება შრომის ბირჟაზე, თუ ვერ მოხდება, მას სახელმწიფომ უნდა მისცეს 6 თვის განმავლობაში კომპენსაცა. ეს იქნება სახელმწიფოს ხარჯი”, – ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ჯერ დათვლილი არაა თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს შემწეობის გაცემა.

რეზონანსი უმუშევრობის კომპენსაცია 17.03