მიმდინარეობს საიტის განახლება

ტრეფიკინგი – მონობა ოცდამეერთე საუკუნეში

ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.

ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე.

ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იგი ართმევს ბავშვებს უფლებას, შეინარჩუნონ იდენტურობა, მიიღონ განათლება, ჯანდაცვა, შეეძლოთ დასვენება და გართობა თავისუფალ დროს, ართმევს, ასევე, უფლებას, არ დაექვემდებარონ ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ევროპაში ბავშვების ტრეფიკინგი, ჩვეულებრივ, სექსუალური ექსპლუატაციის ან იძულებით შრომის მიზნით ხდება. ვინაიდან ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს არწმუნებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატივა, ბავშვებს ხშირად არა აქვთ მოტივაცია, თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას.

ტრეფიკინგი 

ევროპაში არ არის არც ერთი ქვეყანა, რომელსაც არ ეხებოდეს ადამიანებით ვაჭრობა – ეს მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტის ან მიმღები ქვეყანაა, ან მათი კომბინაცია, ან ყველა ერთად. ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძალზე სერიოზული საერთაშორისო თანამშრომლობა: ამ თანამშრომლობის არარსებობით ადამიანებით მოვაჭრენი სარგებლობენ.

ტრეფიკერები აგროვებენ ადამიანიებს, უმეტესად ისეთ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც სიღარიბითა და საარსებო რესურსების სიმცირით გამოირჩევიან. ისინი ადამიანებს იზიდავენ უკეთესი ცხოვრების დაპირებით და შემდეგ აიძულებენ იცხოვრონ და იმუშაონ უსამართლო, არაჰუმანურ ან ძალადობრივ პირობებში.

ადამიანების ტრეფიკინგი განსაზღვრულია როგორც: – სექსუალურ ტრეფიკინგში იგულისხმევა კომერციული სექსუალური აქტი შესრულებული ძალის გამოყენებით, მოტყუებით, იძულებით ან იგივე აქტის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ შეუსრულდა 18 წელი; – ან მოგროვება, განთავსება, ტრანსპორტირება, გარიგება ან პირის გამოყენება ფიზიკური შრომისათვის და სხვა მომსახურებისათვის ძალის გამოყენებით ან იძულებით ნებისსაწინააღმდეგო მორჩილების, კაბალურ მდგომარეობაში ჩაყენებით, ვალის დაკისრება ან მონობა. ადამიანებით ტრეფიკინგი მოიცავს იძულებას, მოტყუებას ან ძალის გამოყენებას სხვა პირზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

პირველი ეტაპი არის გადაბირება – მოტყუებით ან ძალისმიერი გზით.

მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანა – კანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება.

მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციაა – ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.