სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ამოცანა – გენერალური შეთანხმება

საზოგადოებაში დაგროვილი წინააღმდეგობებისა და პრობლემების დანახვა, მათი ადეკვატური შეფასება და გადაწყვეტის შესაძლებლობების გააზრება სოციალური შემოქმედების მახასიათებელი თვისებაა. ამ რთული  პროცესის განმავლობაში, როდესაც საზოგადოების ურთიერთთან დაპირისპირებული სოციალური ჯგუფების მოთხოვნილებები გადამწყვეტ ზემოქმედებას ახდენენ მოვლენების ამა თუ იმ მიმართულებით განვითარებაზე, სოციალური შემოქმედების სტრატეგიული ამოცანაა მოხერხდეს  სოციალური პროგრესის შესაბამისი ახალი კულტურული ღირებულებების შექმნა. ამ პროცესში სოციალური პარტნიორობა არის ისტორიულად ჩამოყალიბებული მთელი ფენომენი. სოციალური პარტნიორობა საზოგადოების მიერ სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების შედეგად დაგროვილი გამოცდილებაა. სოციალურ პარტნიორობა საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ახალი მოთხოვნილებების,  საზოგადოების მატერიალური და ჰუმანური მიღწევების გათვალისწინებით უნდა გაანალიზდეს.

მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების წინ სვლის არის ამავე საზოგადოებაში არსებული მატერიალური სიდუხჭირე და მისი თანმდევი სტრესული გარემო, სოციალური უსამართლობა – ეს ყოველივე კი საზოგადოებაში იწვევს სხვადასხვა სახის დესტაბილიზაციას. როგორც თანამედროვე კაცობრიობას, ასევე მის ორგანულ ნაწილს საქართველოს საზოგადოებას აქვს ხანგრძლივი ისტორიის სოციალური გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება მატერიალური სიდუხჭირითა და სოციალური უსამართლობით გამოწვეული დესტაბილიზაციისაგან თავის დაღწევა.

საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, სამართალში, კულტურაში, მორალსა და ფსიქოლოგიაშიც კი სოციალური შემოქმედება უწყვეტად მიმდინარეობს და სოციალური პარტნიორობა მისი ერთ-ერთი  გამოხატულებაა.  სოციალური შემოქმედებას ჰყავს როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ავტორებიც. ამ ავტორებს როგორც წესი განსხვავებული და ხშირად საპირისპირო ეკონომიკური ინტერესები გააჩნიათ, შესაბამისად სოციალური შემოქმედების ავტორებს შორის თანამშრომლობა კრიტიკული და ხშირად კონფლიქტურიც კი არის.

საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განსხვავებული და ხშირად საპირისპირო ინტერესები არ აძლევს ამ საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას გაიყინოს უძრაობაში. საზოგადოების სოციალური სტრუქტურაც იცვლება, მაგრამ არა აბსტრაქტული დროის, არამედ კონკრეტული ეკონომიკური ინტერესებისა და კულტურული გამოცდილების მქონე სოციალური ჯგუფების ურთიერთ ზემოქმედებით.

სოციალურ შემოქმედებას სოციალური პარტნიორობის სახით შეუძლია საზოგადოებაში დესტაბილიზაციის პრევენცია. სოციალური პარტნიორობა, როგორც პრინციპი და როგორც პრაქტიკა ისტორიის ერთ-ერთი დიდი გაკვეთილია და ეს გაკვეთილი გვეუბნება საკუთრებისადმი საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფის განსხვავებული მიმართების მიუხედავად ორიენტაცია უნდა იყოს მიმართული სოციალური სამართლიანობის განვითარებაზე და არა სოციალური უსამართლობის დაკონსერვებაზე. საკუთრებისადმი განსხვავებული მიდგომა სოციალურ პარტნიორებს – მთავრობას, პროფკავშირებს, დამსაქმებლებს გზა გასაყარზე აყენებს. მათ შორის კონფრონტაციას ქვეყანაში ეკონომიკურ სტაგნაცია და შედეგობრივად სოციალური აფეთქება შეუძლია გამოიწვიოს. სოციალურ შემოქმედებას სამმხრივი სოციალური დიალოგის სახით კი სოციალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული გენერალური შეთანხმება მოაქვს, შედეგად ქვეყანა რეალური  ორიენტირდება სოციალურ სამართლიანობაზე და იწყებს მყარ ეკონომიკურ განვითარებას.

სოციალურ პარტნიორობის ინსტიტუტი სამმხრივი კომისიის (მთავრობა, პროფკავშირები, დამსაქმებლები) სახით საქართველოში არსებობს, მაგრამ ამ სოციალური პარტნიორობის რეალური შედეგის გამოხატველი დოკუმენტი – გენერალური შეთანხმება არ არსებობს. ამ შეთანხმების არსებობის პირობებში შესაძლებელი გახდებოდა ქვეყანაში სულ უფრო მზარდი სოციალური-შრომითი კონფლიქტების მოგვარება მის საწყის სტადიაზე, გაფიცვის მექანიზმის გარეშე.

გენერალური შეთანხმებით დაიწყებოდა სოციალური სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიც არის: ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალი, დასაქმება და შრომის ბაზარი, ხელფასი, შემოსავლები და ცხოვრების დონე, სოციალური უზრუნველყოფა და დაცვა, შრომის ნაყოფიერება და მისი უსაფრთხოება, სოციალური პარტნიორობის ფორმები  და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, სამრეწველო და ეკონომიკური უსაფრთხოება.

სოციალური პარტნიორობა ავალდებულებს სამმხრივი კომისიის წევრებს ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განხილვაში მშრომელთა ჩართულობას, მათი სოციალური, შრომითი, მატერიალური და პროფესიული ინტრესების წარმომადგენლი- სახელმწიფოსა და კერძო დამსაქმებლების სოციალური პარტნიორის – პროფკავშირის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პოლიტიკის შემუშავებაში. სოციალური პარტნიორობის პრინციპის რეალური მოქმედების პირობებში ისეთი საკითხი როგორიც არის მოკლე, საშუალო და ხანგრძლივ  ვადიან პერსპექტივაში პროგნოზის მიხედვით სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები,  არ უნდა განისაზღვრებოდეს პროფკავშირების ჩართულობის გარეშე.

საქართველოში ადამიანური კაპიტალი განსავითარებელია.  ეს საკითხი გენერალური შეთანხმების პირობებში პროფკავშირების თანამონაწილეობით, დუალისტური სწავლების დახმარებით შეიძლება  წინ დაიძრას. სოციალურმა პარტნიორებმა გენერალური შეთანხმებით შრომის ნაყოფიერება, ხელფასი, ცხოვრების დონე და ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშ უნდა მოაქციონ, რათა მატერიალური სიდუხჭირითა და სოციალური უსამართლობით გამოწვეული დაძაბულობა და შრომითი კონფლიქტები არასასურველ „სიურპრიზებად“ არ ექცეს ქვეყნის ეკონომიკას.

გენერალურმა შეთანხმებით  უნდა გადაწყდეს  მინიმალური ხელფასის ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკის ყველა დარგში სახელფასო სისტემის პრინციპზე სოციალურ პარტნიორთა შორის ძირეული შეთანხმების მიღწევის ამოცანა.

სოციალური  დაცვისა და უზრუნველყოფის, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალური ინტეგრაციის ამოცანის გადაწყვეტისას სოციალურ პარტნიორებს გენერალური შეთანხმებით შეუძლიათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების მიღება და მათზე სამმხრივი უწყვეტი მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება.

საქართველოს სოციალურ პრობლემათაგან უდიდესი  უმუშევრობაა. უმუშევარია როგორც ჯანღონით სავსე, ასევე უნარშეზღუდული ადამიანების პრობლემაა. გენერალური შეთანხმებით სოციალური პარტნიორები ამ  ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებს გაითვალისწინებდნენ და მოახდენდნენ ყველა მათგანის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვის დაწყებას.

ქვეყანაში სამრეწველო-შრომითი და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტას საჭიროებს.  გენერალურ შეთანხმება სოციალური პარტნიორებს მისცემდა წინმსწრები  ღონისძიებების კომპლექსის შემუშავების საშუალებას, რომელშიც აისახებოდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების პროფილაქტიკა, პროფესიული დაავადებების ადრეული გამოვლენა, ყოველდღიური საწარმოო პრაქტიკაში პროფესიული რისკების მართვის მექანიზმების დამკვიდრება,  განსაკუთრებით კი შრომის უსაფრთხოების საკითხებში პროფკავშირების სახელმწიფოსთან ერთად სრულფასოვანი თანამონაწილეობა. ეს წინმსწრები ღონისძიებების კომპლექსი შეამცირებდა ქვეყანაში საწარმოო ტრავმატიზისა და პროფესიული დავადებების რიცხვს, შესაბამისად შეამცირებდა ამ მიზეზებით გამოწვეულ სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯებსაც.

გენერალური შეთანხმება სამმხრივ კომისიას მისცემდა მყარ პლატფორმას, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის სოციალურ-შრომითი კანონმდებლობის ჰუმანიზაცია, სოციალურ პარტნიორთა შორის სოციალურად პროგრესული დარგობრივი და რეგიონალური, საწარმოო კოლექტიური ხელშეკრულებების დადება.

სამმხრივი კომისია რეალურად უნდა ამოქმედდეს, რათა სოციალური პარტნიორობამ  გენერალური შეთანხმებით  დაასრულოს შემორჩენილი ლიბერტარიანული უტოპიური დოგმების ექსპერიმენტები. სოციალური შემოქმედების ნაყოფიერი გამოვლინება-  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გენერალური შეთანხმება სხვადასხვა ქვეყნებში უკვე ათწლეულებია, რაც ნათლად ადასტურებს სარგებლიანობას და დროა  საქართველოში მოქმედმა სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ ამ სიკეთით სარგებლობის საშუალება საქართველოს მოქალაქეებსაც მისცეს.

დავით  არაბიძე