19-20 სექტემბერს, ჩაქვში სასტუმრო ‘ოაზისში’, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით მეოთხე საერთაშო კონფერენცია გაიხსნა სახელწოდებით „სოციალური დიალოგი და შრომის სტანდარტები საქართველოში“. კონფერენციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საქრთველოს პროფკავშირების,საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოს პროფკავშირების პარნტიორი საერთაშორისო პროფკავშირების წარმოამდგენლები (ამერიკის, გერმანიიდა, ბელგიიდან,პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.) ესწრებიან. განსახილველ საკითხთა შორისაა შრომის კანონმდებლობა, შრომის ბაზრის ინსტიტუტები და სოციალური დიალოგი საქართველოში- მიღწევები, პრობლემები და გამოწვევები, საქართველოსა და ევროპის შრომითი კანონმდებლობის შესაბამისობა, სოციალურ პარტნიორობის საკითხები. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამომავლო ნაბიჯებს, შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციის, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე შრომით უფლებებსა პრობლემებს.