სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისათვის

2014 წლის 3 თებერვალს სასტუმრო მეტეხი პალასში გაიმართა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ მომზადებული პროექტის “სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისათვის სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად” კონფერენცია, სადაც განხილული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შეეხება “მარტოხელა დედის” სამართლებრივი სტატუსის ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში და შემდგომ მათთვის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.

მოხსენება ”მარტოხელა დედა და ქართული კანონმდებლობა” – გააკეთა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გუგული მაღრაძემ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა, რომელმაც მარტოხელა დედებისათვის “საქართველოს შრომის კოდექსში” შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.