მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საჯარო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესები განიხილეს

დღეს საჯარო სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სამუშაო ჯგუფის მიერ არის მომზადებული, რომელშიც საჯარო სამსახურის ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და GIZ-ს მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტი მონაწილეობდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ აღნიშნა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს ატესტაციისა და კონკურსის წესების დადგენილების პროექტის განხილვას და წესების ახლებურად გაწერას. მისივე განმარტებით, წესების ახლებურ გაწერაში არა ძირეული ცვლილებები, არამედ მეტი გამჭვირვალობისათვის გარკვეული შესწორებების შეტანა იგულისხმება. მისივე თქმით, ეს იქნება საწინდარი, რომ კონკურსანტსა და ატესტატს დაქვემდებარებულ მოხელეს ქონდეს მეტი ინფორმაცია პროცესთან მიმართებაში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩეველის, ირმა მიქაძის თქმით, პროექტის მთავარი მიზანია კანდიდატების შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად მოხდეს.  პროექტი საქართველოს მთავრობას პირველ აპრილამდე უნდა წარედგინოს.

საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულმა კავშირმა ცოტა ხნის წინ უკვე გააკეთა განცხადება საჯარო სამსაურებში ჩასატარებელ ატესტაციასთან დკავშირებით და ხაზი გაესვა საფრთხეებს, რომლის გამოისობითაც შესაძლებელია სამსახური მრავალმა ადამიანმა დაკარგოს. პროფკავშირი აღნიშნული პრობლემების დასაქმებულებისათვის სასიკეთოდ გადასაწყვეტად ბრძოლას შემდგომშიც აპირებს.sajaro moxele