მიმდინარეობს საიტის განახლება

საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ხელისუფლებას ხარჯების შემცირების ალტერნატიულ გეგმას სთავაზობს 

დღეს პროფკავშირის წარმომადგენლებმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს და ხედვა წარმოადგინეს.dsc_1161 dsc_1163

როგორც ცნობილია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გაუმჯობესების ღონისძიებათა შორის ერთ-ერთ მიმართულებად სახელმწიფო სტრუქტურებში ადმინისტრაციული ხარჯების  10%-იანი შემცირება დასახელდა.  (პრემიერმინისტრის განცხადებით  რაც სულაც არ გულისხმობდა დასაქმებულთა რაოდენობის  შემცირებას.)

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაუფარავად ისაუბარეს  დასაქმებულთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების მოცულობის შემცირებაზე. (მაგალითისთვის: ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თვითმმართველობებისათვის შეთავაზებული რეკომენდაციები, სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციის გეგმასთან დაკავშირებით და სხვა)

ბიუჯეტის პარამეტრები

თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის  წარდგენილი ახალი  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2017 წლისათვის საბიუჯეტო სისტემის უწყებებსა და ორგანიზაციებში მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება არ ფიქსირდება, პირიქით გაზრდილია 1001 ერთეულით და შეადგენს 116757.-ს. ასევე, საჯარო უწყებები გვერდს უვლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ხელფასის გამოუყენებელი ფონდები, რომლებიც გამოყოფილია უწყებებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუკავებელი საშტატო ერთეულებისთვის და ასახულია უწყებების ხელფასის ფონდებში. უპირველესად, სწორედ მათი გაუქმებით უნდა განხორციელდეს ოპტიმიზაცია რაც შეეხება შრომის ანაზღაურებისსაერთო მოცულობას, სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით,  ის მცირდება მხოლოდ 50,3 მლნ. ლარით. რაც მხოლოდ 3.5%-ით არის შემცირებული 2016 წლის გეგმიურ დონესთან შედარებით.

არსებული რეალობა

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი სამი წლის (2014/15/16წწ.) მანძილზე საჯარო სექტორში დასაქმებულთა უპრეცედენტოდ დიდმა პროცენტმა კანონმდებლობისა და  კონკურსის მოთხოვნათა შესაბამისად, მოახერხა გამოცხადებული ვაკანსიების დაკავება, რაზეც  დაიხარჯა უამრავი დრო, ენერგია  და სახსრები (მათ შორის საბიუჯეტოც). ამის ფონზე საუბარი იმის შესახებ, რომ საჯარო სამსახურების მოქმედი სისტემა ოპტიმიზაცია – რეორგანიზაციას საჭიროებს,  ვფიქრობთ გაუგებარია. მითუმეტეს როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მწვავე ეკონომიური პრობლემები აქვს და მთავარ სოციალურ პრობლემად უმუშევრობა და ცხოვრების დაბალი დონე ითვლება, არ არსებობს უმუშევრობის კომპენსაცია, ამასთან ხშირ შემთხვევაში ერთი დასაქმებული (კერძო სექტორში იქნება ის თუ საჯაროში) ოჯახის (4-8) წევრის ერთადერთი მარჩენალია, ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციის მოტივით ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვის მკვეთრი შემცირება (გავრცელებული ინფორმაციით მოსალოდნელია 25,0 – 30,0 ათასი საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა)  უსამართლო, დაუსაბუთებელი და არარაციონალური ნაბიჯია. ეს  კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ მდგომარებოას.

ეკონომიკური ეფექტი

ამასთან უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მუშაკთა რიცხოვნობისა ან შრომის ანაზღაურების შემცირებით განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის სრული ეკონომიკური ეფექტის მომცემი ვერ იქნება, პირიქით ის ბიუჯეტის გარკვეულ დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ: პირველი ვარიანტით (მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება) თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ოფიციალური სტატისტიკით 2015 წლისათვის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1343 ლარს შეადგენდა და მოქმედი კანონმდებლობით საჯარო სამსახურიდან დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში გაცემს 2 თვის სახელფასო კომპენსაციას. გამოდის, რომ 30,0 ათასი მუშაკის გათავისუფლების შემთხვევაში გასაცემი თანხის საერთო რაოდენობა შეადგენს 80,5 მლნ. ლარს. როგორ უნდა განხორციელდეს ოპტიმიზაცია:

აუცილებელია, რომ ნაწილობრივ ეკონომიკური დანაზოგი განხორციელდეს არა ფაქტობრივად დასაქმებულთა  ხარჯზე, არამედ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის  სტრუქტურებში  ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებული დაუკავებელი საშტატო ერთეულების/ვაკანსიების გაუქმების გზით, რისთვისაც საჯარო უწყებებს წლების მანძილზე გამოყოფილი ჰქონდათ  და 2017 წლის ბიუჯეტითაც დაუმტკიცდათ ხელფასის ფონდები.

ასევე, აუცილებელია  ზღვარგადასული ადმინისტრაციული ხარჯების (ძვირადღირებული და არაეკოლოგიური ავტომობილები, ფეშენებელური ოფისების, მივლინებების, დანამატების, პრემიებისა და სხვა) არააუცილებელი ხარჯების შეკვეცაც.

დროებით შრომის ანაზღაურების შემცირება, განთავისუფლების ნაცვლად –ზემოთაღნიშნული ზომების გატარების შემდეგ, თუ ოპტიმიზაციის დამატებითი ნაბიჯების საჭიროების შემთხვევაში, გამოსავალი უნდა მოიძებნოს ხეფასების დროებით შემცირებაში, სამართლიანობის მკაცრი კრიტერიუმების დაცვის პირობებში, კერძოდ: დასაქმებულთა იმ კატეგორიას ვისი ხელფასიც 400 ლარი და კიდევ ნაკლებია საერთოდ არ შეეხოს შემცირება, 400 დან 700 ლარამდე ხელფასს შემთხვევაში მხოლოდ 5% შემცირდეს, 700 დან 1200 მდე  10 % და 1200 და კიდევ უფრო  მეტი ხელფასის შემთხვევაში 15%-ით)

სოციალური დიალოგი და კოლექტიური ხელშეკრულება

მთავრობის განცხადებების მიხედვით, საბიუჯეტო კრიზისით გამოწვეულ  საგანგებო  მოქმედებებს  დროებითი ხასითი აქვს და პერსპექტივაში უნდა ვივარაუდოთ, რომ შრომის ანაზაურების ძველ ნიშნულზე დაბრუნება, მომავალი საბიუჯეტო წლიდან შესაძლებელი იქნება.  აღნიშნულზე ეფექტური მონიტორინგის (ევროპის სოციალური დიალოგის მოდელის მსგავსად)    განხორციელებას შეძლებდა პროფკავშირები, მუნიციპალიტეტებთან და სამინისტროებთან კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების გზით, რაც დღეისათვის  ყველაზე აპრობირებული  მეთოდია ცივილიზებულ სამყაროში, რაც ასევე გათვალისწინებულია  ევროპული სოციალური ქარტიითა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაც.

საჯაროობა და გამჭვირვალეობა

ასევე მნიშვნელოვანია  დაცული იყოს საჯაროობისა  და გამჭვირვალეობის პრინციპი, როდესაც დაინტერესებული მხარეებისთვის წინასწარ იქნება ცნობილი  რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის გეგმა, მოსალოდნელი შედეგებითურთ. (როდესაც ადამიანების დათხოვნას გეგმავს საჯარო უწყება, ხელმძღვანელმა პირებმა მათ ნათლად და გარკვევით უნდა განუმარტონ მიზეზები  და შესთავაზონ საკომპენსაციო მექანიზმების გამოყენება. სწორედ ამას გულისხმობს ცივილიზებულობა და მოითხოვს ჩვენი საზოგადოება.