მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოში სოციალური დიალოგისა და შრომის სტანდარტების შესახებ მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ფრიდრიხ ებერტის ფონდი უწევს ორგანიზებას. შეხვედრები დაეთმობა საქართველოში შრომითი ურთიერთობების გამოწვევებსა და შესაძლებლობებაზე მსჯელობას, შრომით ინსპექციას, დღეს არსებულ მდგომარეობას  და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, განათლების თავისუფლებასა და სოციალურ დიალოგს საწარმოო და სექტორულ დონეებზე.

კონფერენცია სიტყვით გახსნა იულია ბლეზიუსმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა.

ძირითადი მომხსენებელი კი შსო-ს გენერალური დირექტორის სპეციალური მრჩეველი კარი ტაპიოლაა. შეხვედრაში მონაწილეობენ პროფკავშირების, საქართველოს მთავრობის, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს, დამსაქმებელთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გენდერულ პრობლემებზე ყურადღება პროფკავშირების ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეთერ მათურელმა გაამახვილა. ასევე ისაუბრა პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ.  გაერთიანების თავისუფლებაზე და სოციალურ დიალოგზე რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის და მომსახურების სფეროს პროფკავშირის ლიდერები გაამახვილებენ ყურადღებას.

კონფერენცია თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში მიმდინარეობს.

12299332_10153440937843073_74627726427770520_n
12279011_10153440938008073_4553571181775896055_n
12301541_10153440938253073_6140897868860829192_n