24 ოქტომბერს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, სადაც ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტრანსპორტის პროფკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ. პრეზიდენტის არჩევა 4 წლიანი ვადით მოხდა.
ღონისძიებას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, ასევე რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელები, დელეგატები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან, რომლებიც ერთი თვით ადრე პირველად ორგანიზაციებში ასევე, არჩევნების გზით შეირჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნები ტრანსპორტის მუშაკთა დღეს დაემთხვა. არჩევნების დასასრულს, ამ დღის აღსანიშნავად, სფეროს დამსახურებულ წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და პროფკავშირებმა მძღოლები ფულადი პრემიებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვა