მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სამძიმრის წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს

საერთაშორისო პროფკავშირების 176 მილიონ წევრიანი ორგანიზაცია, რომელიც 162 ქვეყანას აერთიანებს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს და მწუხარებას გამოთვამს სტიქიის შედეგად დაღუპული, დაშავებული და დაზარალებული მოქალაქეების გამო.
უკრაინის და აზერბაიჯანის პროფკავშირების კონფედერაციები თანაგრძნობას ქართველ ერს უცხადებენ.
“ჩვენ ღრმად ვართ შეძრული თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, რომელმაც ადამიანური მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და თქვენი ერის განსაცდელს.”- ნათქვამია აზერბაიჯანის პროფკავშირების კონფედერაციის წერილში. 

უკრაინის პროფკავშირების გაერთიანების წევრებმა საქართველოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთვეს. ” ამ გლოვის დღეებში დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა ჩვენი გონება. გთხოვთ უკრაინის პროფკავშირებისა და პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობა გამოუცხადეთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს” წერს უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის თავმჯდომარე გრიგორი ოსოვი.
1 2 3 აქ მიწკაპუნებით ნახავთ სხვა წერილებს