მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოსა და დანიის პროფკავშირების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ციკლი დაიწყო

29, 30 და 31 მაისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს (DTDA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულების შესახებ ტრენინგების ციკლის პირველი ეტაპი გაიმართა.

ტრენინგების ციკლში მონაწილეობისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარგობრივი წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეირჩნენ.

პირველ ეტაპზე, კოლექტიური მოლაპარაკებების და კოლექტიური ხელშეკრულების მნიშვნელობის, არსის და სარგებლის შესახებ ქართველმა ტრენერებმა – გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებმა, იურისტებმა და ანალიტიკოსებმა ისაუბრეს.

ტრენინგების ციკლი ორ ეტაპიანია. მეორე ეტაპი 22-25 ივნისს დაბა ბაკურიანში გაიმართება და მას დანიელი ექსპერტები გაუძღვებიან.

ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/24FCjcLtkWducWf9/