მიმდინარეობს საიტის განახლება

საპენსიო რეფორმა საქართველოში – პროფკავშირების ორგანიზებით დღეს რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ებერტის ფონდის მხარდაჭერით, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. სამუშაო შეხვედრები  პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში  8 ოქტომბერს გაიხსნა და 2 დღე გასტანს.

საპენსიო რეფორმის განხილვაში საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე გერმანიისა და ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. განიხილება საქართველოში მოქმედი საპენსიო სისტემა, ამ მიმართულებით ევროპის გამოცდილება და სხავდასხვა სისტემის პერსპექტივები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს პოზიციას საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით. დღის წესრიგშია წინადადება საქართველოში ახალი საპენსიო სისტემის შესახებაც.

მომხსენებლებს შორის არიან საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების  თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მისი მოადგილე გოჩა ალექსანდრია, იულია ბლესიუსი ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული კოორდინატორი, ჰანიო ლუკასენი გერმანიის პროფკავშირი (DGB), დევი ხეჩინაშვილი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარტინ ჰუთსებაუ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის წარმაომდგენელი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება