მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საპატიო სტუმარი საჯარო მოხელეთა პროფკავშირის კონგრესსაც დაესწრო

2014 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო “დ” პლაზაში, გაიმართა საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის საანგარიშო-საარჩევო კონგრესი. კონგრესს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ქალბატონი ბერნადეტ სეგოლი, გაერთიანების თავმჯდომარე ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გოჩა ალექსანდრია.

კონგრესის დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების, წინა ხელისუფლების მიერ პროფკავშირის წევრების დევნის და პროფესიული კავშირის საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტების, ამ სფეროში შრომის მაღალი სტანდარტების დანერგვის, ახალგაზრდების ღირსეული დასაქმების პრობლემებზე.

თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქალბატონ ბერნადეტ სეგოლის ვიზიტის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ოფიციალური შეხვედრისას განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს (შრომის ბაზრის და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის აუცილებლობას).

კონგრესის დელეგატებს ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის 85 ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციების (ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანდიდატი ქვეყნების), მათ შორის საჯარო მოსამსახურეთა ევროპული ფედერაციის სახელით ქალბატონმა ბერნადეტ სეგოლმა მიმართა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა: “მინდა გადმოგცეთ ის განწყობა, თუ რაოდენ ძლიერია სოლიდარობა ევროპელ ხალხს შორის, იმ ხალხსა და თქვენს შორის რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ ვართ მშრომელების ხმა ევროპაში, რათა გავაძლიეროთ სოლიდარობა, სამართლიანობა და დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული პრინციპების ერთ-ერთი მთავარი დამცველები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახმოვანებთ იმ პრობლემებს რომელიც არსებობს ყველა სფეროში მათ შორის საჯარო სექტორში და ვეძებთ მისი გადაჭრის გზებს.”

აღნიშნა ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშნელობის შესახებ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხის –საქართველოში შრომის ინსპექციის შექმნის თაობაზე.
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა გაერთიანების ხელმძღვანელობას დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის და საქართველოში ყოფნისას მისდამი გამოჩენილი ყურადღებისა და სტუმართმოყვარეობისათვის.

მოსმენილ იქნა პროფესიული კავშირის გამგეობისა და საკონტროლო–სარევიზიო კომისიის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. გაიმართა დებატები. კონგრესის დელეგატების მიერ გამგეობისა და საკონტროლო–სარევიზიო კომისიის ანგარიში შეფასდა დადებითად. შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები პროფესიული კავშირის წესდებაში, დამტკიცდა 2015–2018 წლების სამოქმედო პროგრამა. კონგრესმა პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩია ნუგზარ ჭინჭარაული, მოადგილედ მანანა გელაშვილი.არჩეულ იქნა პროფესიული კავშირის გამგეობის და საკონტროლო–სარევიზიო კომისიის შემადგენლობები. საკონტროლო–სარევიზიო კომიის თავმჯდომარედ არჩეულია გიორგი ჩაჩანიძე.sajaro