მიმდინარეობს საიტის განახლება

“სამსუნგის“ გაფიცული მუშები რეპრესების მიუხედავად, წარმატებებს აღწევენ

გაფიცვის დაწყებიდან 41 ერთი დღის შემდეგ, სამხრეთ კორეაში,  “სამსუნგ ელექტრონიკსის“ მუშაკებმა, ხელმძღვანელობასთან ხელფასებისა და სამუშაო პირობების საკითხებზე მოლაპარაკებებს მიაღწიეს.

მუშები ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის 19 მაისიდან აწყობენ აქციებს სამხრეთ კორეის პატარა ზღვისპირა ქალაქში.

ამ პროტესტს პროფკავშირის ლიდერების სიცოცხლე შეეწირა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში, კორეის პროფკავშირის ერთ–ერთი ლიდერი წერს:  “მე ვწირავ საკუთარ თავს, რადგან აღარ შემიძლია ავიტანო ის რასაც ვხედავ“.

28 ივნის “სამსუნგისა“ და კორეის მეტალურგიული პროფკავშირის  ოფიციალური შეთანხმების დროს, “სამსუნგის“ ხელმძღვანელობამ დადო პირობა, რომ მხარს დაუჭერს პროფკავშირულ საქმიანობებს და ასევე თითოეული მუშაკის ხელფასი გაიზრდება 1,200 დოლარამდე.

2014 წლის 14 მაისს,  ეოამას სიკვდილამე 3 დრით ადრე , კომპანიამ  ოფიციალური ბოდიში  მოიხადა ქარხანაში მომუშავე მუშებს შორის ლეიკემიის გავრცელების გამო, რომელსაც 7 წლის განმავლობაში უარყოფდა.

სხვადასხვა  ორგანიზაციებმა და მათ  შორის  იურისტთა დემოკრატიულმა  საზოგადოებამ (MINBYUN) წამოაყენეს საკითხი დროებითი მუშების  არასწორად გადამზადების გამო, ასევე  2014 წლის  16 აპრილს ტრაგიკულად ჩაძირული ბორანის გამო, სადაც  293 ადამიანი დაიღუპა.

პროფკავშირები იდგა სახელმწიფო რეპრესიების წინაშე 18 თვის განმავლობაში, მათ შორის კორეის რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირი, (KRWU), კორეის გაერთიანებული პროფკავშირები, (KCTU) და სახელმწიფი სტრუქტურაში  დასაქმებულ მუშაკთა პროფკავშირი (KGEU)

2014 წლის 26 ივნისს, განათლების პროფკავშირმა  გამოაცხადა ნახევარდღიანი გაფიცვა. მათ დემონსტრაცია მოაწყვეს  ქალაქის ცენტრში, სამსახურიდან განთავისუფლებული ცხრა მასწავლებლის დასაცავად, რომლებმაც  შეინარჩუნეს პროფკავშირის წევრობა. ამის საპასუხოდ, განათლებისა და  შინაგან საქმეთა   სამინისტროები მათ დაემუქრნენ, რომ  “სერიოზულ პასუხს“ გასცემდნენ და სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ ყველა იმ მასწავლების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ მთავრობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ამავდროულად, 2014 წლის 28 ივნისს, კორეის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მუშაკთა პროფკავშირმა  (KHMU), კორეის სოციალური მომსახურებისა და სოციალური დაცვის და ტრანსპორტის მუშაკთა პროფკავშირმა (KPTU), KCTU და ეროვნული კონფედერაციის ფერმერებმა ქალაქ სეულის ცენტრში გამართეს აქცია, რათა ბრინჯის ბაზარზე  დააბრუნონ  უცხოური კამპანიები.korea

სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: http://www.equaltimes.org/south-korea-striking-samsung#.U7-bdUA0qCn