სხვადასხვა ქვეყნებში ზოგიერთი კომპანია თანამშრომელს ხელგაშლილობის ან სიმაღლის გამო ათავისუფლებს. გთავაზობთ გათავისუფლების უცნაური მიზეზების ჩამონათვალს.
“ვნერვიულობ, რომ სხვა თანამშრომლები შეშინდებიან და მსგავსი შემთხვევის დროს ხმას არ ამოიღებენ, რათა სამსახური არ დაკარგონ. მე მჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი”, – განაცხადა კარლამ CBC-თან საუბრისას.
ზედმეტი ხელგაშლილობა
ნიდერლანდებში McDonald-ის თანამშრომელი რესტორნების ქსელიდან “ზედმეტი ხელგაშლილობის” გამო გაათავისუფლეს. გოგონამ კლიენტის სედვიჩში ყველის ერთი ზედმეტი ნაწილი მოათავსა. კომპანიამ გათავისუფლება იმით ახსნა, რომ თანამშრომელმა კორპორატიული წესი დაარღვია. საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლება ზედმეტად მკაცრ სასჯელად ჩათვალა და McDonald’s-ს დათხოვილი თანამშრომლისთვის 5 თვის ხელფასის გადახდა დააკისრა.
არასაკმარისი სიმაღლე
ცნობილმა კომპანია Starbucks-მა თანამშრომელი არასაკმარისი სიმაღლის გამო გაათავისუფლა. თავდაპირველად ყველაფერი წესრიგში იყო, ქალი სამსახურში ჩვეულებრივ აიყვანეს. მან ადმინისტრაციას პატარა კიბე ან სკამი სთხოვა, რათა მუშაობა გაადვილებოდა. თანაშრომელი იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ მას არასაკმარისი სიმაღლე ჰქონდა.