მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC) საპირველმაისო განცხადება

მოათვინიერეთ კორპორატიული ძალა – შეამცირეთ უთანასწორობა

მშრომელთა სიძლიერის ზრდა უმთავრესია ეკონომიკური, ინდუსტრიული და სოციალური გარდაქმნისთვის. დღევანდელი საერთაშორისო სისტემა მუშაკთა და მათ ოჯახთა წინააღმდეგ არის ფორმირებული და ხელისუფლება დიდ ფინანსურ და ბიზნეს კომპანიების მიერ არის დაზღვეული. უმცირეს ნაწილს ხელში უჭირავს მსოფლიოს ქონება და მილიონობით ადამიანს სამსახურიც კი არ გააჩნია ან მუშაობს ისეთ შრომის პირობებში, რომელიც საფრთხის შემცველია და მათ ექსპლუატაციას უკეთებენ დამსაქმებლები მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო ჯილდოებისათვის.

კორპორატიული ძალა უნდა მოთვინიერდეს მათი საერთაშორისო ოპერაციების და მომარაგების ჯაჭვური სისტემის მეშვეობით. მომავალი, კეთილდღეობა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მშრომელ ადამიანებზე. მსოფლიოს მასშტაბით მშრომელები მობილიზირებულები იქნებიან თავიანთ სამსახურებში და ქუჩებში 1 მაისს. ბევრი მათგანი ებრძვის რეპრესიას და ცდილობს თავისი უფლებები დაიცვას.

აქ  (http://congress2014.ituc-csi.org/who-is-the-world-s-worst-boss [1])  ჩამოთვლილია 9 კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სახელი რადგან მათი სიხარბის დონე მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მუშაკების პრობლემებზე გულგრილობის დონეს  და ის ხალხი ვინც მათ ენდობა (და აფინანსებს) უტოლდება. ამ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა რათა საპირველმაისო არჩევნების “მოგებისთვის“ გამოვაცხადოთ ITUC–ის მსოფლიო კონგრესზე რომელიც იმართება ბერლინში.

1 მაისი არის ის დღე, რომელიც აღნიშნავს პროფკავშირების ისტორიულ ფასეულობებს და მიღწევებს. ამავდროულად, ის არის დღე როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მოვალეობას რომ ორგანიზება გავუწიოთ ყველა მშრომელს მსოფლიოში და ვიბრძოლოთ მათთვის.

–        ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკება;

–        მინიმალური ანაზღაურება რომელზეც მშრომელს შეეძლება იცოცხლოს;

–        უნივერსალური სოციალური დაცვა;

–        უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამსახური.

პროფკავშირები ცდილობენ ექპლუატატიური სისტემის მოდელის გარდაქმნა მოახდინონ. ამ სისტემის მიხედვით კომპანიებს ეძლევათ უფლება, რომ ექსპლუატაცია მოახდინონ მომარაგების ქსელთა მეშვეობით მშრომელთა ფუნდამენტური უფლებები უგულველყონ, რაც სიღარიბეს უწყობენ ხელს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიო ბაზრის სამართლიანობისთვის და შევეწინააღმდეგებით კორპორაციებს რომელებიც მოითხოვენ უფლება ჰქონდეთ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ იმ სახელმწიფოების წინაშე, რომლებიც მშრომელთა უფლებებს იცავენ.

გლობალური პროფკავშირული ოჯახი გააგრძელებს ამ ბრძოლას. ITUC–ის კონგრესი გაიმართება მაისში, ქალაქ ბერლინში და იქ ჩვენ დავგეგმავთ ჩვენს კურსს რათა მშრომელთა ძალამ იმატოს. ეს კურსი დაფუძნებული იქნება გლობალური კამპანიების და ადგილობრივი პროფკავშირების გამოცდილების მიხედვით.

შემოგვიერთდით და “მსოფლიოში ყველაზე ცუდი აღმასრულებელი ოფიცრის“ გამოვლენაში მიიღეთ მონაწილეობა .

http://congress2014.ituc-csi.org/who-is-the-world-s-worst-boss [1]1 maisi